20:07 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-06 13:06:12, 569 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა სააგენტოს დირექტორმა რუსთავში, დევნილი ოჯახებისთვის განკუთვნილი 800 ბინის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ზურაბ უტიაშვილმა რუსთავში, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, რუსთავში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით 800 ბინის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ბიუჯეტი 80 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყო და 2025 წელს დასრულდება.

„ზურაბ უტიაშვილის განცხადებით, მშენებლობის დასრულების შემდეგ, დევნილ ოჯახებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, სრულად გარემონტებული ბინები გადაეცემათ.

სააგენტოს დირექტორთან ერთად მიმდინარე სამუშაოები სახელმწიფო რწმუნებულმა ქვემო ქართლის მხარეში გიორგი დოხტურიშვილმა, ქალაქ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოს 5 ქალაქში, მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს - თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში, დევნილი ოჯახებისთვის, საცხოვრებელი კომპლექსები შენდება.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, 7000-ზე მეტ ოჯახს ახალ ბინები გადაეცემა, ხოლო 6000 ოჯახი, „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში, განსახლება. ჯამში, 2025 წლის ბოლომდე, ახალი საცხოვრებელი იძულებით გადაადგილებულ 13 000 ოჯახს გადაეცემა. პროექტის ბიუჯეტი 900 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
ტაქსის მძღოლები და კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics