20:08 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-06 12:11:42, 635 ნახვა

საზოგადოება
ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე ლექცია წაიკითხა

საქართველოში ვიზიტად მყოფმა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებს ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხების შესახებ ნატოს პოლიტიკა გააცნო. აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ ირენ ფელინს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა უმასპინძლა. მან ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"ლელა ჩიქოვანმა თავდაცვის სისტემაში გენდერული პერსპექტივებისა და ქალთა ინტეგრაციის კუთხით განხორციელებული სიახლეებზე ისაუბრა და ყურადღება მიმდინარე პროცესებში ქალების აქტიურ მონაწილეობასა და ჩართულობაზე გაამახვილა. 

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა დამსწრეებს ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართულებით ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ გაწეული სამუშაო გააცნო და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საერთაშორისო ოპერაციებში გენდერული პერსპექტივის ინტეგრირებისა და უსაფრთხოების სექტორში ქალთა მონაწილეობის შესახებ.

ღონისძიებას ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინიკოვი, თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, საჯარო სამსახურის ბიუროსა და მოხალისეთა ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
ტაქსის მძღოლები და კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics