|
2023-07-05 15:12:31, 656 ნახვა
საზოგადოება
თბილისში პირველი ქართულ-გერმანული სამართლებრივი ფორუმი გაიხსნა
თბილისში პირველი ქართულ-გერმანული სამართლებრივი ფორუმი გაიხსნა.აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ერთობლივი ფორუმის იდეა გასული წლის სექტემბერში საქართველოს და გერმანიის იუსტიციის მინისტრების შეხვედრისას გაჩნდა. მათივე ცნობით, ფორუმი საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ინსტრუმენტია და მიზნად ისახავს სამართლის დარგის პროფესიონალების გაძლიერებას და ორი ქვეყნის სამართლებრივი სისტემების მეტად დაახლოებას. ფორუმის მონაწილეებს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სიტყვით მიმართა. „ახალი ფორმატი ქვეყნისთვის დამატებითი საშუალებაა, ქართული სამართლებრივი სივრცე მეტად დავუახლოოთ ევროპულ სტანდარტებს, რაც, საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება საქართველოს მიზნის მიღწევაში – გახდეს ევროკავშირის დიდი ოჯახის წევრი",- განაცხადა რატი ბრეგაძემ. ფორუმში გერმანიის დელეგაციას ხელმძღვანელობს იუსტიციის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ანჟელიკა შლუნკი. ღონისძიებაში მონაწილეობენ ევროკავშირის სააგენტოს „ევროჯასტის" ვიცე-პრეზიდენტი ბოშტიან შკრლეცი; საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წევრები, პროკურატურის, ადვოკატთა ასოციაციის, პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი პირები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები. სამართლებრივი ფორუმი სახელწოდებით „საუკეთესო გამოცდილების გაზიარება საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე" ორდღიანია და 6 ივლისს დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)