21:25 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-05 10:39:16, 685 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი შოთაძე ევროკავშირის მართლმსაჯულების ორგანოს - ევროჯასტის ვიცე-პრეზიდენტს ბოშტიან შკრლეცს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ევროკავშირის მართლმსაჯულების ორგანოს - ევროჯასტის ვიცე-პრეზიდენტს ბოშტიან შკრლეცს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე, ევროჯასტში საქართველოს მეკავშირე პროკურორი გიორგი გოგაძე, საგამოძიებო ნაწილის უფროსი რევაზ ბაღაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი ესწრებოდნენ.

„შეხვედრაზე ირაკლი შოთაძემ, ბოშტიან შკრლეცს  საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე რეფორმების და პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მხარეებმა საქართველოს პროკურატურასა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ურთიერთანამშრომლობის გაძლიერების და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს.

ევროკავშირის მართლმსაჯულების ორგანოს - ევროჯასტის ვიცე-პრეზიდენტმა  ბოშტიან შკრლეცმა ირაკლი შოთაძეს მადლობა გადაუხადა საქართველოს პროკურატურის მხრიდან გაწეული ძალისხმევისთვის, რომელიც მიზნად ისახავს ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტურ და კოორდინირებულ ბრძოლას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის გზით.

ირაკლი შოთაძემ, სტუმარს საქართველოს პროკურატურის საქმიანობის მიმართ გამოხატული ინტერესისა და გამოცდილების გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა  ევროჯასტსა და საქართველოს შორის მომავალი თანამშრომლობის გეგმები და განსახორციელებელი აქტივობები განიხილეს და ასევე, მომავალში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე მზაობა გამოხატეს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბექა ლოხიშვილს პოლიციელებზე დაწერილი სტატუსის გამო 15-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
საქართველოს ბანკის შეთავაზებები ქუთაისში გვირილობასთან დაკავშირებით
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics