21:25 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-04 18:42:40, 667 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი შვედ კოლეგას შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით შვედეთის სამეფოში იმყოფება. ჯუანშერ ბურჭულაძეს შვედმა კოლეგამ პოლ იონსონმა და სამოქალაქო თავდაცვის მინისტრმა კარლ-ოსკარ ბოჰლინმა უმასპინძლეს. თავდაცვის მინისტრებმა რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები, ნატოსთან თანამშრომლობისა და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ შვედეთის მხარეს თავდაცვის სფეროში მტკიცე პოლიტიკური და მნიშვნელოვანი პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნა ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში შვედეთის მნიშვნელოვანი წვლილიც. 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მისწრაფებებზე. აღინიშნა შვედეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის მხარდაჭერის მნიშვნელობა გაწევრიანების გზაზე.

განხილვის მთავარ თემას ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები წარმოადგენდა. მხარეები ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.

ვიზიტის ფარგლებში ჯუანშერ ბურჭულაძე შვედეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ყოფილ თავდაცვის მინისტრს, პიტერ ჰულტქვისტს შეხვდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბექა ლოხიშვილს პოლიციელებზე დაწერილი სტატუსის გამო 15-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
საქართველოს ბანკის შეთავაზებები ქუთაისში გვირილობასთან დაკავშირებით
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics