|
2023-07-04 13:30:52, 693 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრებს ანგარიში წარუდგინა
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრებს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ 2022 წლიდან დღემდე განხორციელებული სამუშაოს ანგარიში, მიმდინარე საქმიანობები და სამომავლო გეგმები გააცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი გივი ჯაფარიძე, აკადემიის წევრები და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დეპარტამენტებსა და აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების ცალკეული, მიზნობრივი თანამშრომლობის საჭიროებაზე, გადაწყდა აქტიური შეხვედრების მოწყობა და დისკუსიების წარმართვა. შეხვედრა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის ბაზაზე გაიმართა. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებმა პროფ. ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის კვლევის ლაბორატორია დაათვალიერეს და ლაბორატორიის თანამედროვე აღჭურვილობასა და მიმდინარე ძირითად საქმიანობებსაც გაეცნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)