21:24 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-04 11:42:41, 562 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩოგბურთის კორტების მშენებლობა იწყება

ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩოგბურთის კორტების მშენებლობა იწყება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძე მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ტერიტორია წინა ხელისუფლების დროს საცხოვრებელი კორპუსების ასაშენებლად გასხვისდა, რომელიც მუნიციპალიტეტის ამჟამინდელმა მთავრობამ გამოისყიდა.

„ადგილობრივ მოსახლეობას დავპირდით, რომ დაგეგმილი მშენებლობა არ განხორციელდებოდა. დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა. მოვახდინეთ ადგილმონაცვლეობა, რაც საკმაოდ ძვირი დაუჯდა მერიას და აღნიშნული ტერიტორია მოსახლეობას დაუბრუნდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი დასრულდება და ექსპლუატაციაში შევა 2025 წლის 1-ელი ივლისისთვის.

„აღნიშნული ტერიტორია ისტორიულად საჩოგბურთო კორტებს წარმოადგენდა. 2021 წელს გამოცხადდა აუქციონი, რომელიც მიზნად ისახავდა მიწის ნაკვეთზე საჩოგბურთო კორტების აღდგენასა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურის განვითარებას - ჯამში, 5 000 000 ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელებას. დღეის მდგომარეობით,  მესაკუთრეს მოპოვებული აქვს სამშენებლო ნებართვა და იწყებს მშენებლობას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბექა ლოხიშვილს პოლიციელებზე დაწერილი სტატუსის გამო 15-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
საქართველოს ბანკის შეთავაზებები ქუთაისში გვირილობასთან დაკავშირებით
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics