22:55 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-03 16:41:22, 571 ნახვა

საზოგადოება
„აპტოსის“ ორგანიზებით, თბილისში პლასტიკური ქირურგიისა და დერმატოლოგიის მე-17 საერთაშორისო კავკასიური კონგრესი - „კოლხიდა 2023“ ჩატარდა

სახისა და სხეულის კორექციის, მსოფლიოში ცნობილი აპტოსის ძაფების გამომგონებელი და მწარმოებელი კომპანიის - "აპტოსის" ორგანიზებით, თბილისში პლასტიკური ქირურგიისა და დერმატოლოგიის მე-17 საერთაშორისო კონგრესი - „კოლხიდა 2023" ჩატარდა.

ღონისძიებამ წელს 90-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოსული 1000-ზე მეტი დელეგატი და 120 საერთაშორისო სპიკერი გააერთიანა. კონგრესის ფარგლებში, ესთეტიკური მედიცინის, პლასტიკური ქირურგიისა და დერმატოლოგიის წამყვანმა, როგორც ადგილობრივმა, ასევე საერთაშორისო ექიმებმა, კომპანიებმა და დარგის წარმომადგენლებმა, აუდიტორიას საკუთარი გამოცდილება და მიღწევები გაუზიარეს. 

კონგრესის მთავარი თემები ინექციური და აპარატული მიმართულებებით ესთეტიკური მედიცინის თანამედროვე მიღწევები, ასევე, რეკონსტრუქციულ და პლასტიკურ ქირურგიაში არსებული ინოვაციური მეთოდები და ესთეტიკურ მედიცინაში შესაძლო სხვადასხვა გართულების მართვა იყო.

ჰიბრიდული ფორმატის კონგრესის ფარგლებში, მონაწილეებს სამეცნიერო და სასწავლო სესიებზე და სემინარებზე დასწრების გარდა, საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი დარგის წამყვანი ბრენდების პროდუქციის გაცნობის შესაძლებლობაც ჰქონდათ. 

სხვადასხვა პრაქტიკული ტრენინგის პარალელურად, „კოლხიდამ" წელს მსოფლიოში ცნობილ Thinkin Class-ისა და ESCAD-ის ვორქშოფსაც უმასპინძლა და მონაწილეებს უნიკალური გამოცდილება გაუზიარა.

კონგრესი „კოლხიდა 2023" მსოფლიოში ცნობილი ფრანგი პლასტიკური ქირურგის Dr. Fournier-ის ხსოვნას მიეძღვნა, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აპტოსის ძაფებისა და „კოლხიდას" საერთაშორისო კონგრესის განვითარებაში. 

"თიბისი" კომპანია „აპტოსის" ზრდისა და განვითარების მხარდამჭერია.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics