2023-07-03 14:04:27, 873 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში მართლწესრიგის ოფიცრის 10 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდა
ბათუმში მართლწესრიგის ოფიცრის 10 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდა.
აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტრომ, კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, მართლწესრიგის ოფიცრების საქმიანობის არეალის გაფართოების მიზნით, თბილისისა და რუსთავის შემდეგ, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, კერძოდ, ბათუმში 10 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
კონკურსის ბმული: hr.police.ge
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),