00:19 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-30 13:24:00, 827 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას საცდელ-სადემონსტრაციო ბაზას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები ესტუმრნენ

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას საცდელ-სადემონსტრაციო ბაზას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის პროფესორები და სტუდენტები ესტუმრნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სტუმრებმა ქართული და უცხოური ვაზის ჯიშების უნიკალური კოლექცია დაათვალიერეს, გაეცნენ ვაზისა და ხეხილის აგროტექნიკას,  დაავადებების პროგნოზირებისა და პროფილაქტიკის ღონისძიებებს.

„სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ ხიდეშელმა სტუდენტებს ინფორმაცია მიაწოდა ვირუსოლოგიის ლაბორატორიის საქმიანობაზე, მცენარეთა ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების იმუნოფერმენტული (ELISA) და მოლეკულური (PCR) დიაგნოსტიკის მეთოდებზე.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი ახალი გახსნილია და ითვალისწინებს სტუდენტებს შეასწავლოს მთის ორგანული ფერმერული მეურნეობების მართვის პრინციპები, ტურიზმისა და სოფლის განვითარების გზები.

სოფლის მეურნეობაში ახალგაზრდა კადრების მოძიების და ჩართვის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზებზე რეგულარულად ტარდება სტუდენტებთან, სკოლის მოსწავლეებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან შეხვედრები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics