00:19 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-29 17:35:28, 1077 ნახვა

საზოგადოება
ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების კოორდინატორები „სადახლოს“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე იმყოფებოდნენ

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე და საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ სიჭინავა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელს, ელჩ ჯეიმს ო’ბრაიენს, სანქციების კოორდინატორის სპეციალურ თანაშემწეს, გაერთიანებული სამეფოს სანქციების დირექტორს, კუმარ აიერს, აშშ-ის და ევროკავშირის წარმომადგენლებს „,სადახლოს“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე შეხვდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საერთაშორისო სანქციების აღსრულების მხარდაჭერის კუთხით საქართველოს, შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები განიხილეს და მომავალი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა გამოხატეს კმაყოფილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ, სანქციების თავის არიდებაზე ფოკუსირებული საბაჟო კონტროლის ღონისძიებების მიმართ.

სამუშაო შეხვედრისას, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა მაღალი რანგის დელეგაციის წევრებს ადგილზე გააცნეს ინფორმაცია საბაჟო ფორმალობებისა და რისკის პროფილების შესახებ, რომელთა საფუძველზეც ოპერატიულად იდენტიფიცირდება და კონტროლდება, როგორც სანქცირებული ფიზიკური პირების/ კომპანიების დანიშნულებით მიმავალი, ასევე სანქცირებული ფიზიკური პირებიდან/კომპანიებიდან მომავალი სანქცირებული საქონლის, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილება (ტრანზიტის, ექსპორტისა და რეექსპორტის პროცედურები).

დელეგაციის წევრები, ასევე გაეცნენ საბაჟო-სასაზღვრო ინფრასტრუქტურას და ტვირთების დათვალიერებისთვის განკუთვნილ რენტგენო ინსპექტირების სისტემას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics