|
2023-06-28 16:20:50, 832 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით კომპანია „ფუდ ალიანსი“ საწარმო ხაზის გაფართოებას გეგმავს
„საქართველოს ბანკთან“ თანამშრომლობით კომპანია „ფუდ ალიანსი“ განვითარებას განაგრძობს და საწარმოო ხაზს ზრდის. მცხეთის რაიონ სოფელ ნატახტარში არსებული საწარმოს გაფართოებისთვის პროექტის ჯამური ღირებულება 2 მილიონ ლარს შეადგენს. ბანკის ინვესტიცია კი 1,5 მილიონი ლარია. „ჩვენი პროდუქტის მიმართ ბაზარზე გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, წარმადობის გაზრდის მიზნით, სასაწყობე, შეფუთვის, გაგრილების და გადატვირთვების ზონებს ვზრდით. ბანკის ინვესტიციით განვახორციელეთ სამშენებლო სამუშაოები, შევიძინეთ სამაცივრე და საწარმოო დანადგარები. რაც შეეხება „ფუდ ალიანსის“ უკვე არსებულ საწარმოს, ის ნატახტარში, 11 000 კვ.მ. მიწის ტერიტორიაზეა განთავსებული, საწარმოს ფართობი გაფართოების გეგმის მიხედვით 30%-ით გაიზრდება“,- განაცხადა ნათია ხელაიამ, კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა. ინფორმაციისთვის, „ფუდ ალიანსი“ აწარმოებს ფრანგული ტექნოლოგიით დამზადებულ სხვადასხვა სახის პურ-ფუნთუშეულს, როგორიცაა: ბაგეტი, სენდვიჩი, ქვის პური, კრუასანი, მაფინები და სხვადასხვა დასახელების 80 სახეობის პროდუქტი და საკონდიტრო ნაწარმი. „პროდუქციის რეალიზაციას ვახდენთ კარფურში, სპარში, ევროპროდუქტში და სხვა ქსელებში. ჰორეკას მიმართულებით ვპარტნიორობთ სხვადასხვა სასტუმროებთან და რესტორნებთან, როგორც თბილისში ასევე რეგიონებში. პროდუქციის გაყიდვების დინამიკა ყოველთვიურად საკმაოდ მზარდია. თვის განმავლობაში საშუალოდ, დაახლოებით 1 მილიონ ერთეულ პროდუქციას ვუკეთებთ რეალიზაციას. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ გაფართოება. საწარმო 2020 წელს გავხსენით, ამ პერიოდში დაგვემთხვა კოვიდის რეგულაციებით გამოწვეული სირთულეები, თუმცა კომპანიამ წარმატებით გადალახა არსებული გამოწვევები. ეს კი იმის დამსახურებაა, რომ ჩვენი პროდუქცია გამოირჩევა მაღალი ხარისხით. წარმოების პროცესში ვიყენებთ ევროპულ სტანდარტს, გვყავს ფრანგი ტექნოლოგი, რომელიც მუდმივადაა ჩართულია წარმოებული პროდუქციის ხარისხის და ასორტიმენტის ზრდის პროცესში“- განმარტა ნათია ხელაიამ, კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა. „კომპანია „ფუდ ალიანსმა“ ფუნქციონირება 4 თანამშრომლით დაწყო და ის დღეს 145 ადამიანს ასაქმებს. რაც მნიშვნელოვანია, თანამშრომლების ძირითადი ნაწილი წეროვანის დევნილთა დასახლებიდან არის. ჩვენი პარტნიორობა სამ წელზე მეტს ითვლის და ის საწარმოს მშენებლობიდან დაიწყო. პირველი ინვესტიცია 6,5 მილიონი ლარს შეადგენდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო პროექტის განხორციელებისთვის. მას შემდეგ კომპანია ვითარდება. სწორედ იმის გამო რომ „ფუდ ალიანსის“ პროდუქციაზე მზარდი მოთხოვნაა, საჭირო გახდა საწარმოოო ხაზის გაზრდა. კომპანიის მთავარი მიზანი ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება იყო და ჩვენ, როგორც მათი მხარდამჭერი ბანკი, შევეცადეთ ხელი შეგვეწყო ამ მიზნის განხორციელებაში. კომპანიას შორსმიმავალი გეგმები აქვს და სამომავლოდ თანამშრომლობას ექსპორტის მიმართულებითაც ვგეგმავთ“,- განაცხადა ირაკლი კიკალიშვილმა, „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.
პოლონეთის 28 ქალაქში აბორტის უფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება
მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია
პოლონეთში პუტინის კრიტიკოსის მკვლელობის საქმეზე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს
რუსეთი ქართული რძის პროდუქტების ორ საწარმოს ბაზარზე შეუშვებს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)