20:50 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-07 12:42:04, 1376 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთის საგარეო კახოვკის აფეთქებაზე - კიევის მიერ წინასწარ დაგაგეგმილი იყო, როგორც უკრაინული ძალების კონტრშეტევის ნაწილი

ეს წინასწარ იყო დაგეგმილი კიევის რეჟიმის მიერ სამხედრო მიზნებისთვის, როგორც უკრაინული ძალების კონტრშეტევის ნაწილი,- ასე ეხმიანება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას.

მათი განცხადებით, უკრაინამ კაშხლის წინააღმდეგ „მასობრივი საარტილერიო თავდასხმები დაიწყო და განზრახ მიიყვანა წყლის დონე კახოვკას წყალსაცავში კრიტიკულ დონემდე“.

"კიევის ამ დივერსიულმა აქტმა დამანგრეველი ზიანი მიაყენა რეგიონის სასოფლო-სამეურნეო მიწებს და ეკოსისტემას მდინარე დნეპრის შესართავთან. კახოვკას წყალსაცავის წყლის დონის გარდაუვალი ვარდნა გავლენას მოახდენს ყირიმის წყალმომარაგებაზე და ხელს შეუშლის ხერსონის რეგიონში სასოფლო-სამეურნეო მიწების გაუმჯობესებას.

ეს არის ტერორისტული აქტი, რომელიც მიმართულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. ეს წინასწარ იყო დაგეგმილი კიევის რეჟიმის მიერ სამხედრო მიზნებისთვის, როგორც უკრაინული ძალების "კონტრშეტევის" ნაწილი. კიევის რეჟიმმა არა მხოლოდ დაიწყო მასობრივი საარტილერიო თავდასხმები კახოვკას ჰიდროელექტროსადგურზე, არამედ მიზანმიმართულად მიიყვანა წყლის დონე კახოვკას წყალსაცავში კრიტიკულ დონემდე დნეპროვსკის ჰიდროელექტროსადგურის წყალდიდობის გახსნით.

კიევის რეჟიმის მიერ ამ დანაშაულის განხილვის თაობაზე, რუსული მხარე გაეროს უშიშროების საბჭოში, ეუთოს წესდებულ და გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში დაიწყებს დისკუსიას.

მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, დაგმოს უკრაინის ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები, რომლებიც სულ უფრო არაადამიანური ხდება და დიდ საფრთხეს უქმნის რეგიონულ და გლობალურ უსაფრთხოებას", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიულმა სარდლობამ გუშინ, 6 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, რუსმა ოკუპანტებმა, ადგილობრივი დროით 02:50 საათზე, კახოვკის ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს.

მომხდარის შედეგად, ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპიროზე, კრიტიკულ ზონაში, ათასობით ადამიანი აღმოჩნდა. რაც შეეხება რუსების მიერ დროებით ოკუპირებულ მარცხენა სანაპიროს, რელიეფის სიდაბლის გამო, ის კიდევ უფრო დიდი რისკის წინაშე დგას. დასახლებული პუნქტების დატბორვის საფრთხის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მალევე დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია, რომელიც ამ დრომდე მიმდინარეობს.

აფეთქებიდან პირველ საათებში წყალმა მთლიანად ან ნაწილობრივ დატბორა 8 დასახლება და ხერსონის ერთი მიკრორაიონი მარჯვენა სანაპიროზე. ჰიდროელექტროსადგურის ნგრევის გამო, მდინარე დნეპრი, სულ მცირე, 150 ტონა ძრავის ზეთით დაბინძურდა.  

უკრაინის მთავარმა ჰიდროენერგო კომპანია Ukrhydroenergo-მა გუშინვე განაცხადა, რომ ჰიდროელექტროსადგური, სამანქანე განყოფილების აფეთქების გამო, მთლიანად დანგრეულია და აღდგენას არ ექვემდებარება. 

აღსანიშნავია, რომ კახოვკის ჰიდროელექტროსადგური სამხრეთ უკრაინას ელექტროენერგიითა და სუფთა წყლით ამარაგებდა. აღნიშნული სადგური ასევე მნიშვნელოვანი იყო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მუშაობისთვის, რადგან მისი გაგრილების აუზების სიმძლავრე დამოკიდებულია დნეპრში წყლის დონეზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ეკონომიკის სამინისტრო - საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics