|
2023-06-07 11:42:18, 1338 ნახვა
ომი უკრაინაში
ISW - მტკიცებულებების, არგუმენტებისა და რიტორიკის ბალანსი მიუთითებს, რომ რუსეთმა განზრახ დააზიანა კაშხალი
მტკიცებულებების, არგუმენტებისა და რიტორიკის ბალანსი მიუთითებს, რომ რუსეთმა განზრახ დააზიანა კაშხალი,- აღნიშნულის შესახებ ნათქვამია ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ყოველდღიურ განახლებაში. ანალიტიკოსების თქმით, არსებობს ვარაუდი, რომ კაშხლის დაზიანებამ საბოლოოდ გამოიწვია მისი განადგურება და დატბორვა, თუმცა აფეთქებების მსგავსი ხმების შესახებ ინფორმაცია მთლიანად არ ეთანხმება ამ ვარაუდს. "აშშ-სა და ევროპელი ოფიციალური პირების განცხადებები ზოგადად შეესაბამება ISW-ის 2022 წლის ოქტომბრის პროგნოზს, რომ რუსებს უფრო დიდი და მკაფიო ინტერესი აქვთ დნეპრის მარცხენა სანაპიროს დატბორვით, მიუხედავად იმისა, რომ დაიტბორა მათი მომზადებული თავდაცვითი პოზიციები და ძალები. 2022 წლის 21 ოქტომბერს ISW-მ პირობითად შეაფასა, რომ უკრაინა არ იყო დაინტერესებული კაშხლის აფეთქებით და მიუთითა, რომ 80 დასახლება დატბორვის საფრთხის ქვეშ იქნებოდა. ISW-მ ასევე შეაფასა, რომ რუსეთს წყალდიდობის გამოყენება დნეპრის გასაფართოებლად და უკრაინის კონტრშეტევის გასართულებლად შეუძლია. რუსულმა წყაროებმა გამოხატეს ძლიერი და გულწრფელი შეშფოთება, რომ უკრაინა ემზადებოდა მდინარის გადაკვეთისთვის და კონტრშეტევისთვის ხერსონის ოლქის აღმოსავლეთ სანაპიროზე. 6 ივნისს რუსი სამხედრო ბლოგერების ვიდეოები, ვარაუდობს, რომ წყალდიდობამ წაიღო უკრაინის პოზიციები დნეპროს სანაპირო ზოლთან და აიძულა უკრაინული ფორმირებებს ევაკუაცია. ISW-ს ჯერჯერობით არ აქვს მტკიცებულებები იმის შესახებ, თუ რა მოხდა კახოვკის ჰესზე 6 ივნისს და ვერ აფასებს პასუხისმგებლობის საკითხს დამოუკიდებლად, თუმცა მტკიცებულებათა ბალანსი, არგუმენტაცია და რიტორიკა მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთმა განზრახ დააზიანა კაშხალი",- აღნიშნულია ანგარიშში. ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიულმა სარდლობამ გუშინ, 6 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, რუსმა ოკუპანტებმა, ადგილობრივი დროით 02:50 საათზე, კახოვკის ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს. მომხდარის შედეგად, ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპიროზე, კრიტიკულ ზონაში, ათასობით ადამიანი აღმოჩნდა. რაც შეეხება რუსების მიერ დროებით ოკუპირებულ მარცხენა სანაპიროს, რელიეფის სიდაბლის გამო, ის კიდევ უფრო დიდი რისკის წინაშე დგას. დასახლებული პუნქტების დატბორვის საფრთხის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მალევე დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია, რომელიც ამ დრომდე მიმდინარეობს. აფეთქებიდან პირველ საათებში წყალმა მთლიანად ან ნაწილობრივ დატბორა 8 დასახლება და ხერსონის ერთი მიკრორაიონი მარჯვენა სანაპიროზე. ჰიდროელექტროსადგურის ნგრევის გამო, მდინარე დნეპრი, სულ მცირე, 150 ტონა ძრავის ზეთით დაბინძურდა. უკრაინის მთავარმა ჰიდროენერგო კომპანია Ukrhydroenergo-მა გუშინვე განაცხადა, რომ ჰიდროელექტროსადგური, სამანქანე განყოფილების აფეთქების გამო, მთლიანად დანგრეულია და აღდგენას არ ექვემდებარება. აღსანიშნავია, რომ კახოვკის ჰიდროელექტროსადგური სამხრეთ უკრაინას ელექტროენერგიითა და სუფთა წყლით ამარაგებდა. აღნიშნული სადგური ასევე მნიშვნელოვანი იყო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მუშაობისთვის, რადგან მისი გაგრილების აუზების სიმძლავრე დამოკიდებულია დნეპრში წყლის დონეზე. რაც შეეხება აფეთქებაში რუსეთის მონაწილეობას, კრემლმა მომხდარს "დაგეგმილი დივერსიის შედეგი" უწოდა, მასში რუსი ჯარისკაცების მონაწილეობა უარყო და "დივერსიის ავტორად" უკრაინა დაასახელა.
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ეკონომიკის სამინისტრო - საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)