23:03 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-06 13:08:59, 1400 ნახვა

ომი უკრაინაში
ხალხის სასწრაფო ევაკუაცია და ხერსონის რეგიონის სასმელი წყლით უზრუნველყოფა - ზელენსკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სასწრაფო სხდომა გამართა

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სასწრაფო სხდომაზე, გუბერნატორებს, სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს დაავალა ევაკუაცია და ყველა ქალაქი და სოფელი სასმელი წყლით უზრუნველყოფა. - ამის შესახებ მან Telegram-ზე განაცხადა.

„დავალებულია იყო ევაკუაცია მოეწყოს სარისკო უბნებიდან და სასმელი წყლით მიეწოდება ყველა ქალაქი და სოფელი, რომლებიც წყალს იღებდნენ კახოვკას წყალსაცავიდან“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ხალხის გადასარჩენად ჩართულია ყველა სამსახური, სამხედრო, მთავრობა, პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

„ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომაზე შეთანხმდნენ საერთაშორისო და უსაფრთხოების ზომების ერთობლიობა, რათა რუსეთი პასუხისგებაში მისცეს ამ ტერაქტის გამო. მკაცრი პასუხისმგებლობა“, - დასძინა ზელენსკიმ.

ამასთან ცნობილი გახდა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

გამოძიება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო: მუხლი. 438 (ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევა); მუხლი. 441 (ეკოციდი).

უკრაინის მთავრობა აპირებს მიმართოს საერთაშორისო თანამეგობრობას, ამ მუხლების რუსეთის წინააღმდეგ აღძვრის შესახებაც.

რუსმა ოკუპანტებმა კახოვკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეირაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდლობა ავრცელებს.

კახოვკის ჰიდროელექტროსადგური, სამანქანე განყოფილების აფეთქების გამო, მთლიანად დანგრეულია და აღდგენას არ ექვემდებარება. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის მთავარი ჰიდროენერგო კომპანია Ukrhydroenergo ავრცელებს.

როგორც კომპანიაში ამბობენ, სპეციალისტები ნგრევის მასშტაბის, წყლის სიჩქარისა და მოცულობის დასაზუსტებლად მუშაობენ.

იმ მასშტაბური ნგრევის გამო, რაც რუსებმა კახოვსკაია ჰესზე მიაყენეს, 80 დასახლება ნაწილობრივ ან სრული დატბორვის საფრთხის ქვეშაა. - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ხელისუფლების პრიორიტეტული ამოცანაა დატბორილ ზონაში მცხოვრები მოსახლეობის დახმარება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics