|
2023-06-05 16:51:36, 1728 ნახვა
ომი უკრაინაში
რეზნიკოვი - უკრაინა მზადაა, მიიღოს ჩინეთი, როგორც შუამავალი, თუ ის დაარწმუნებს რუსეთს, რომ უკრაინის ყველა ოკუპირებული ტერიტორია დატოვოს
ჩინეთმა უნდა დაარწმუნოს რუსეთი, რომ უკრაინის ტერიტორიები გაათავისუფლოს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა. როგორც რეზნიკოვმა აღნიშნა, უკრაინა მზადაა, მიიღოს ჩინეთი, როგორც შუამავალი სამშვიდობო მოლაპარაკებებში ომის დასასრულებლად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთი დაარწმუნებს რუსეთს, დატოვოს უკრაინის ყველა ოკუპირებული ტერიტორია. "უკრაინა მზადაა, მიიღოს ჩინეთი, როგორც შუამავალი სამშვიდობო მოლაპარაკებებში ომის დასასრულებლად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთი დაარწმუნებს რუსეთს, დატოვოს უკრაინის ყველა ოკუპირებული ტერიტორია. პირველი სიგნალი იმისა, რომ რუსეთი მზად არის, იცხოვროს უკრაინასთან მშვიდობიანი თანაცხოვრებით, უნდა იყოს უკრაინის ტერიტორიების სრული გათავისუფლება და რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანა. ამის შემდეგ, ჩვენ ვივარაუდებთ, რომ ამ მოლაპარაკებას რუსეთზე გავლენა აქვს, თუ არა, მაპატიეთ, მაგრამ რა მიზეზით უნდა დავსხდეთ [მოლაპარაკების მაგიდასთან] და დრო დავკარგოთ?", - განაცხადა რეზნიკოვმა. შეგახსენებთ, აქამდე არაერთმა ევროპელმა ლიდერმა მოუწოდა ჩინეთს, რომ გამოიყენოს გავლენა და რუსეთი ომის დასრულებაში დაარწმუნოს. რაც შეეხება რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებების საკითხს, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკების რამდენიმე უშედეგო რაუნდი გაიმართა. მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი, ვლადიმერ პუტინმა კრემლში გამართულ ცერემონიაზე, უკრაინელებს მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდა. პუტინმა მაშინ განმარტა, რომ ორმხრივი მოლაპარაკების შემთხვევაში, რუსეთი უკრაინასთან მის შემადგენლობაში შესული ტერიტორიების შესახებ აღარ ისაუბრებდა, რადგან ხალხმა "თავისი არჩევანი უკვე გააკეთა". გასული წლის 30 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა დაამტკიცა ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, უკრაინა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებს ვერ აწარმოებს. ოქტომბრის ბოლოს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის კვლავაც მზად იყო. 7 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა თქვა, რომ უკრაინა მოლაპარაკებებს მხოლოდ რუსეთის ფედერაციის მომავალ ლიდერთან გამართავს. ნოემბრის დასაწყისში, „დიდი ოცეულის“ სამიტზე ზელენსკიმ „მშვიდობის ფორმულაზე“ ისაუბრა, რაზეც ლავროვმა თქვა, რომ „კიევის მიერ შემოთავაზებული „ფორმულის საფუძველზე, მოსკოვი არავისთან საუბარს არ აპირებს“.
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
კობახიძე – საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი ეხება ერთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას, ამ პარტიას ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“
კობახიძე – არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ბიუროკრატები
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)