|
2023-06-04 14:20:39, 919 ნახვა
საზოგადოება
ზაფხულის ტურისტული სეზონი ბათუმში გაიხსნა
აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი გაიხსნა. „ანბანის კოშკის" მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა. სანაპიროზე ფრანების შოუ მოეწყობა, ასევე ჩატარდა ველო-მარათონი, ტურისტებისთვის მოწყობილია ღია კაფეები, ბაზრობები, სადაც მეწარმეები მისულ სტუმრებს საკუთარ პროდუქციას სთავაზობენ. წელს პირველად ზაფხულის ფესტივალი ორდღიანია და ტრადიციულზე ადრე, 3 ივნისს გაიხსნა. ფესტივალის პირველი დღე გრანდიოზული კონცერტით გაიხსნა. ზაფხულის ტურისტული სეზონი ბათუმში ნუცა ბუზალაძის შესრულებით გაიხსნა. ზაფხულის ფესტივალში მონაწილეობდნენ მუსიკალური ჯგუფები Loudspeakers, Monster Lobsters. წელს აჭარა 4 მილიონზე-ზე მეტ ვიზიტორს ელოდება. ადგილობრივი და საერთაშორისო ვიზიტორების მისაღებად რეგიონი მზადაა. 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა აჭარაში გაორმაგებულია. შესაბამისად ტურიზმიდან და მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები გაზრდილია 102%- ით. გაზრდილია საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა ბათუმის აეროპორტშიც. არსებული მონაცემებით ივნისში დაგეგმილი საერთაშორისო მიმართულებებით ფრენების რაოდენობა შეადგენს 360 სიხშირეს, რაც გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 42 %-ით. ბათუმი, როგორც საერთაშორისო ფესტივალების ქალაქი, წელს სპორტული, კულტურული, ტურისტული ღონისძიების ცენტრი იქნება. ბათუმში დაგეგმილია ისეთი მნიშვნელოვანი და საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებები, როგორიცაა უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების გალა ღონისძიება. ასევე, აღსანიშნავია, რომ ბათუმის სტადიონი მსოფლიო დაჯილდოებაში იღებს მონაწილეობას, სადაც საუკეთესო საჯარო შენობების კატეგორიაში გამარჯვებისთვის იბრძოლებს.
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)