16:50 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-04 11:27:23, 1683 ნახვა

ომი უკრაინაში
დნეპროპეტროვსკის ოლქის დაბომბვის შედეგად, რუსებმა მოკლეს 1 ბავშვი 4 კი დაშავდა

დნეპროპეტროვსკის ოლქის პოდგოროდნოს თემზე რუსეთის გუშინდელი დარტყმის შედეგად ბავშვი დაიღუპა - გოგონას ცხედარი სახლის ნანგრევებიდან ამოიყვანეს. ამის შესახებ 4 ივნისს განაცხადა დნეპროპეტროვსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერხი ლისაკმა.

აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილი მხოლოდ ორი წლის იყო. რუსი ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დაშავდა 22 ადამიანი, მათგან ხუთი ბავშვი.

ორი ორსართულიანი შენობა, რომელთა შორის რაკეტა მოხვდა, ნაწილობრივ განადგურდა. რუსების რაკეტამ ასევე დააზიანა 10 კერძო სახლი, ავტომობილი, მაღაზია და გაზსადენი.

სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რუსებმა დნეპროპეტროვსკის რეგიონს 4 ივნისის ღამითაც შეუტიეს. უკრაინელმა დამცველებმა რეგიონის თავზე ორი საკრუიზო რაკეტა და ერთი დრონი ჩამოაგდეს, სავარაუდოდ შაჰედი.

ოკუპანტებმა ნიკოპოლს არტილერია ესროდნენ. შედეგად ორ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. გარდა ამისა, დაირღვა სამი მაღალსართულიანი კორპუსი, რესტორანი და ელექტროგადამცემი ხაზები. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ ყოფილა.

შეგახსენებთ, რომ რუსული ჯარები 3 ივნისს საღამოს თავს დაესხნენ დნიპროვსკის რაიონის პოდგოროდნოს თემს. თავდაპირველად დაფიქსირდა ექვსი მსხვერპლი, მათ შორის 6 წლის ბიჭი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
კობახიძე – საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი ეხება ერთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას, ამ პარტიას ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“
კობახიძე – არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ბიუროკრატები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics