|
2023-06-03 12:14:45, 1101 ნახვა
საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტურისტული სეზონისთვის მზადაა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 2023 წლის ზაფხულის სეზონისთვის მზადაა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ბათუმში ტურისტული სეზონისთვის მზადყოფნას სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი პირადად გაეცნო და მაშველებს წარმატება უსურვა. "სეზონის გახსნის ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილეები, ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. ღონისძიების ფარგლებში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, გამოფენილი იყო როგორც სახმელეთო, ასევე, საზღვაო სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა. ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, ადგილზე მოეწყო წყალზე სამაშველო ოპერაციის სიმულაცია, რომელშიც პირად შემადგენლობასთან ერთად სპეციალური ტექნიკა იყო ჩართული",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)