|
2023-06-01 15:28:15, 897 ნახვა
საზოგადოება
მეუფე იაკობი - ეკლესია ყველაზე მძლავრი სამოქალაქო საზოგადოებაა - სამოქალაქო საზოგადოება მარტო არასამთავრობო ორგანიზაციები გგონიათ?!
ეკლესია, როგორც ინსტიტუცია, მოსწონთ თუ არ მოსწონთ, მძლავრია, სახელმწიფოში ყველაზე მძლავრია, ყველაზე მძლავრი სამოქალაქო საზოგადოებაა. თქვენ სამოქალაქო საზოგადოება მარტო არასამთავრობო ორგანიზაციები გგონიათ?!- ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა. როგორც მეუფე იაკობმა თქვა, "ჩვენ არ ვერევით სახელმწიფოში ვინმეს დანიშვნაში და ჩვენთანაც არავის ჩავრევთ". „მინდა შევეხო სეკულარიზზმს. ზოგიერთები არასწორედ განმარტავენ ხოლმე. ამდენი წელია, ადამიანები პოლიტიკაში არიან და მათ მივმართავ, ვინც პოლიტიკაშია. კარგად გაარკვიეთ, რა არის სეკულარიზმი, თორემ ხალხსაც არ ესმის სეკულარიზმი და ჰგონიათ, როცა ვლაპარაკობთ ერის საჭირბოროტო საკითხებზე, თურმე ვერევით. პირიქით, ჩვენ ვალდებულებაა. უცხოეთში წავიდნენ და ჰკითხონ მათ, რა არის სეკულარიზმი. ჩემი პირადი ვალდებულებაა, რადგან ეკლესია, როგორც ინსტიტუცია, მოსწონთ თუ არ მოსწონთ, მძლავრია, სახელმწიფოში ყველაზე მძლავრია, ამავე დროს ყველაზე მძლავრი სამოქალაქო საზოგადოებაა. ჩვენ თუ არ ვთქვით აქ, აბა, თქვენ სამოქალაქო საზოგადოება გგონიათ მარტო არასამთავრობოები და სხვადასხვა, თავს რომ უწოდებენ?! ისინიც არიან, მაგრამ ჩვენთან ხომ ყველაა გაერთიანებული. მით უმეტეს, როდესაც ეკლესიას სხვა კონფესიებთანაც ძალიან კარგი და მჭიდრო ურთიერთობები გვაქვს საქართველოში, ამიტომ ძალიან ბევრი ადამიანი ვართ. კარგად გაერკვიეთ სეკულარიზმში. ჩვენ არ ვერევით სახელმწიფოში ვინმეს დანიშვნაში და ჩვენთანაც არავის ჩავრევთ. ახლა არც არავინ ერევა, მაგრამ იყო პერიოდი ცოტა ხნის წინ, ყველაფერს ცდილობდნენ და მადლობა ღმერთს, თითოეული ერის პერიოდში დგება ხოლმე შედარებით სიმშვიდე, თუმცა სიმშვიდემაც არ უნდა მოგვადუნოს“,- განაცხადა მეუფე იაკობმა.
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)