|
2023-06-01 11:53:32, 936 ნახვა
საზოგადოება
ბაზისბანკი, USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფინანსური პარტნიორია
ბაზისბანკი, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, აქტიურად აგრძელებს განათლების მხარდამჭერი პროექტების დაფინანსებას. USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამამ, მოსწავლეთა ხარისხიანი განათლების უზრუნველსაყოფად, სასწავლო პროცესის უნივერსალური პროექტის განხორციელება დაიწყო, რომელშიც საქართველოს 15 საჯარო სკოლის 10,000-ზე მეტი მოსწავლეა ჩართული. საბაზისო განათლების პროგრამა ახორციელებს საკლასო სწავლების მხარდაჭერის მრავალდონიანი სისტემის მიდგომის პილოტირებას, რომელიც სწავლის უნივერსალური დიზაინის ნაწილია, რაც მოიცავს სპეციალურ ტრენინგს მასწავლებლებისთვის, რათა უზრუნველყონ მიღებული ცოდნისა და უნარების წარმატებით გამოყენება სწავლების ყოველდღიურ პრაქტიკაში და საკლასო აქტივობებში მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობა. დაწყებით კლასებში, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიწოდებაში, მასწავლებელთა მხარდასაჭერად და მოსწავლეებისთვის, საბაზისო განათლების პროგრამის ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ შეიქმნა და ბაზისბანკის ფინანსური კონტრიბუციით დაიბეჭდა, მათ შესაძლებლობებზე მაქსიმალურად მორგებული რესურსები - ე.წ. ,,დიდი წიგნები“ და სასაუბრო პოსტერები. „ბაზისბანკისა და USAID-ის პარტნიორობა გრძელდება. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია იმით, რომ ნერგავს საუკეთესო პრაქტიკულ ტექნიკას და რესურსებს მასწავლებლებისთვის და მოიცავს მოსწავლეების მაქსიმალურ ჩართულობას საკლასო აქტივობებში. ჩვენთვის, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს მომავალი თაობის განათლების ხელშემწყობი აქტივობების მხარდაჭერა და მნიშვნელოვან ინვესტიციებს ვდებთ ამ მიმართულების წასახალისებლად“, - აცხადებს თამარ ხადური, ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი.
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)