23:08 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-30 14:21:27, 774 ნახვა

საზოგადოება
ჯუანშერ ბურჭულაძე სლოვაკ კოლეგას ბრატისლავაში გლობსეკის ფორუმის ფარგლებში შეხვდა

ბრატისლავაში მიმდინარე გლობსეკის ფორუმის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი სლოვაკ კოლეგას შეხვდა. აღნიშნულის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძემ მარტინ სკლენარს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სლოვაკეთის მთავრობას მუდმივი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. განსაკუთრებით აღინიშნა სლოვაკი ექსპერტების ჩართულობა და ფინანსური მხარდაჭერა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით განსაზღვრული ერთ-ერთი ლიდერი პროექტის - თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის წარმატებით იმპლემენტაციასა და ფუნქციონირებაში. კოლეგებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე გაამახვილეს ყურადღება.

„საუბარი შეეხო საქართველოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკას შორის თავდაცვის სფეროში გაფორმებულ ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის მიმართულებებს, რომელიც ორივე ქვეყნის თავდაცვის ძალების განვითარებაზე, წვრთნასა და გამოცდილების გაზიარებაზეა ორიენტირებული.

ჯუანშერ ბურჭულაძე ბრატისლავაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაციის წევრია. გლობსეკის კონფერენციაზე შეკრებილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, მთავრობის მეთაურები, საგარეო უწყებათა ხელმძღვანელები, პარლამენტარები და ექსპერტები თანამედროვე გამოწვევებზე, ენერგოდამოუკიდებლობაზე, უკრაინაში მიმდინარე ომის გავლენასა და ევროპის მომავალზე მსჯელობენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოხსნეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics