|
2023-05-25 15:37:40, 1226 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი“ Junior Tech - ბავშვთა და მოზარდთა გადამზადების პროგრამის მხარდამჭერია
„თიბისის“ განათლების პროგრამის მხარდაჭერით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის და Unicef-ის ორგანიზებით ახალი პროექტი Junior Tech იწყება. Junior Tech-ის პროგრამა გულისხმობს საქართველოში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი, განრიდების და მედიაციის პროგრამაში ჩართული ბავშვებისა და მოზარდების გადამზადებას ტექნოლოგიების მიმართულებით. პროგრამის ფარგლებში შერჩეული კანდიდატები გაივლიან შემდეგ სასწავლო მოდულებს:
პროექტის ხანგრძლივობა რვა თვეა და ის ჯამში თბილისსა და ბათუმში 100 ბენეფიციარის გადამზადებას გულისხმობს. „განათლება და ახალი თაობის მხარდაჭერა „თიბისის“ სოციალური პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულებაა მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში. Junior Tech-ის პროექტი ერთ-ერთია „თიბისის“ ინიციატივებს შორის, რომელთა საშუალებითაც ჩვენ ახალგაზრდების გვერდით ვდგავართ და ვუქმნით უფასო წვდომას ხარისხიან განათლებაზე.” - თამთა კუპრაძე, „თიბისის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი. პროექტში ჩართულები არიან ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც ბენეფიციარების ჩართულობას სრულად აფინანსებენ. პროგრამის მხარდამჭერია „თიბისი“.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)