|
2023-05-24 12:25:25, 717 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით და პროკურორების ავტორობით, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სახელმძღვანელო გამოიცა
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა. სახელმძღვანელო გენერალური პროკურატურის ორგანიზებით გამოიცა და მის შექმნაზე პროკურორებმა იმუშავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ღონისძიება საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ გახსნა. სახელმძღვანელოს პრეზენტაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი, გენერალური პროკურორის მოადგილეები, პროკურატურის, ევროკავშირის და აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, სახელმძღვანელოს შექმნა მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯია გამოძიების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში. „საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სახელმძღვანელოს ანალოგი დღემდე არ არსებობდა და იგი მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს გამოძიების განმახორციელებელ სუბიექტებს, განსაკუთრებით ახალბედა გამომძიებლებს და პროკურორებს. აღნიშნული სახელმძღვანელოს დახმარებით, ამ სფეროს წარმომადგენლებს, თითოეულ დანაშაულზე სრულყოფილი გამოძიების ჩასატარებლად ექნებათ ძალიან დეტალური ინსტრუქცია, თუ რა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები უნდა ჩატარდეს ამა თუ იმ კატეგორიის დანაშაულთა გამოძიებისას და როგორ, რა გარემოებებზე უნდა გამახვილდეს ყურადღება როგორც საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას, ასევე სხვადასხვა სახის ექსპერტიზების დანიშვნისას" - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა. უწყების ცნობითვე, ირაკლი შოთაძემ პროკურორებს, რომლებმაც სახელმძღვანელოს შექმნაზე იმუშავეს, გაწეული კვალიფიციური და მაღალპროფესიონალური სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. ასევე, გენერალურმა პროკურორმა მადლობა გადაუხადა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტებს, რომლებმაც პროკურატურის სამუშაო ჯგუფს დახმარება გაუწიეს აღნიშნული სახელმძღვანელოს შემუშავებაში. „როგორც გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა აღნიშნა, წიგნი ეფუძნება როგორც გამოძიების პრაქტიკას, ასევე სასამართლო გადაწყვეტილებების ანალიზს და მასში ძალიან დეტალურად არის აღწერილი 188 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებზე ჩასატარებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, ყველა პრაქტიკული ნიუანსი - რა გარემოებები უნდა იყოს გათვალისწინებული თითოეული დანაშაულის გამოძიების დროს და როგორ უნდა იქნეს მოპოვებული მტკიცებულებები და ინფორმაცია. წიგნი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო გამომძიებლების და პროკურორებისთვის, მოემსახურება გამოძიების სტანდარტის ამაღლებას და საპროკურორო და საგამოძიებო საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)