|
2023-05-24 11:34:12, 805 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - თბილისის მერიამ საცხოვრებელი ფართები 2017 წლიდან დღემდე, ჯამში 2 663 ოჯახს დაუკანონა
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, ფართები ჯამში 2 663 ოჯახს საკუთრებაში გადაეცა. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, ქონების მართვის სააგენტოში კიდევ 200-მდე ოჯახის განცხადების განხილვის პროცესი მიმდინარეობს. „ჩემი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო იმ საცხოვრებელი ფართების დაკანონება, რომელშიც ხანგრძლივად ცხოვრობდნენ ფაქტობრივი მფლობელები. ისინი გარკვეული პრობლემების გამო, დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. 2017 წლიდან დავიწყეთ აღნიშნული პროგრამის განხორციელება, რაც წარმატებით მიმდინარეობს. დღემდე საცხოვრებელი ფართები 2 663 ოჯახს დაუკანონდა. ეს არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები, რომლებშიც აღნიშნული ოჯახები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ. პროგრამა გრძელდება და დღეის მდგომარეობით, ქონების მართვის სააგენტოში კიდევ 200-მდე ოჯახის განცხადების განხილვა მიმდინარეობს. „ვფიქრობ, ამით დავასრულეთ ამ ოჯახების მუდმივი ღელვა ამ საკითხზე. ყველა იმ ადამიანს, ოჯახს, ვისაც მსგავსი პრობლემა აწუხებს, ყველანაირად გვერდში დავუდგებით. ამისთვის საჭიროა, მიმართოთ თქვენი რაიონის გამგეობას და ფართების დაკანონებაში დაგეხმარებიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)