|
2023-05-23 16:53:21, 641 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 76-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 76-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ზურაბ აზარაშვილმა, ჯანდაცვის სერვისებისა და მედიკამენტების მაქსიმალური ხელმისაწვდომობის მიზნით, საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა. მათივე ცნობით, სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა, განსაკუთრებული აქცენტი საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის წარმატებაზე გააკეთა. მისი განცხადებით, 10 წლის განმავლობაში, პროგრამამ, მოსახლეობის 95%-ზე მეტი მოიცვა, სახელმწიფოს მხრიდან, ჯანდაცვის სერვისებზე გაზრდილმა დაფინანსებამ კი, ჯიბიდან გადახდები შეამცირა. ასევე, შემცირდა C ჰეპატიტისა და ტუბერკულოზის გავრცელების მაჩვენებელი. როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, არსებული გეგმის მიხედვით, 2025 წლისთვის, C ჰეპატიტის სრული ელიმინაცია უნდა მოხდეს. „საქართველოს მთავრობის გაცხადებული პრიორიტეტია, უზრუნველყოს ჯანდაცვის სერვისებზე საყოველთაო ხელმისაწვდომობა, რისთვისაც ქვეყანაში, 2013 წლიდან მოქმედებს საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა. პროგრამის არსებობის 10 წლის განმავლობაში, ჩვენ შევძელით, გაგვეფართოებინა მომსახურებები და გვეპასუხა ჯანდაცვის სხვადასხვა საჭიროებებზე, რითაც მოსახლეობის 95%-ზე მეტი მოვიცავით. 2013 წლიდან, ჯანდაცვის სერვისებზე, სახელმწიფოს მხრიდან, დანახარჯების სტაბილური ზრდის შედეგად, მოსახლეობის ჯიბიდან გადახდები მნიშვნელოვნად - 73%-დან 41%-მდე შემცირდა“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 76-ე სესიაზე. ჯანდაცვის მინისტრმა, სიტყვით გამოსვლისას, მედიკამენტებზე ფასების რეგულირებისა და ხარისხის კონტროლის სისტემების შექმნაზეც ისაუბრა. „საქართველოს მთავრობა ახორციელებს მკვეთრ რეფორმებს, რომლებიც მიმართულია ფარმაცევტულ პროდუქტზე ხელმისაწვდომობისთვის, მედიკამენტებზე ფასების რეგულირებისა და ხარისხის კონტროლის სისტემების შექმნის გზით. შეიქმნა მექანიზმები იშვიათი დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისა და იშვიათი დაავადებების მქონე ბავშვების ჯანმრთელობის თუ სოციალური საჭიროებების სრულყოფილად გადასაჭრელად“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა. ზურაბ აზარაშვილმა, ჰოსპიტალურ სექტორში, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კლინიკებს უკვე დაწყებული აქვთ მუშაობა იმ საერთაშორისო აკრედიტაციის მოსაპოვებლად, რაც 2025 წლიდან, სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის აუცილებელი წინაპირობა იქნება. ზურაბ აზარაშვილმა, სიტყვით გამოსვლისას, ახალ მულტისექტორულ პლატფორმაზე, პაციენტთა უსაფრთხოების ეროვნულ საბჭოზეც ისაუბრა.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)