|
2023-05-23 14:57:12, 761 ნახვა
საზოგადოება
დღეს, 20:00 საათიდან 23:00 საათამდე თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება - მერია
26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების მოსამზადებელი სამუშაოების გამო, 23 მაისის 20:00 საათიდან 23:00 საათამდე თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად შეიზღუდება. თბილისის მერიის ცნობით, კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალება. "მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროდან თავისუფლების მოედნისკენ მოძრავი ავტომობილებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ბარათაშვილის ხიდთან მდებარე პანდუსამდე, კერძოდ, ალექსანდრე პუშკინის ქუჩის დასაწყისამდე. ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩიდან შოთა რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება თაბუკაშვილის ქუჩის გავლით. შოთა რუსთაველის გამზირზე მოძრაობა შესაძლებელი იქნება სავაჭრო ცენტრ „გალერიამდე“ და უკუმიმართულებით. N350, N371 და N344 ავტობუსები და N547 მიკროავტობუსი კოტე აფხაზის ქუჩის ნაცვლად იმოძრავებენ გორგასლის ქუჩიდან ევროპის მოედნის მიმართულებით. შემდეგ, მარცხენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ხიდის გავლით, დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ქუჩას. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ის ნაწილი, რომელიც მელიქიშვილის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრაობს, გადაადგილებას შეძლებს მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნამდე“, რის შემდეგ მობრუნდება სავაჭრო ცენტრ „გალერიასთან“ და ბარათაშვილის ქუჩას გიორგი ჭანტურიასა და სოლიკო ვირსალაძისა სახელობის ქუჩების და მარჯვენა სანაპიროს გამოყენებით დაუკავშირდება, შემდეგ კი გზას დადგენილი სქემის მიხედვით გააგრძელებს",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)