03:57 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-18 16:43:45, 750 ნახვა

საზოგადოება
აზარაშვილი - ქვეყანაში ბავშვთა დიდი ზომის დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი პრაქტიკულად დასკვნით ფაზაშია

ქვეყანაში ბავშვთა დიდი ზომის დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი პრაქტიკულად დასკვნით ფაზაშია,-აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში  სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, 2022 წელს განხორციელდა თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის დეინსტიტუციონალიზაცია, შეიქმნა 3 მცირე საოჯახო ტიპის სახლი, სადაც განთავსდნენ არასრულწლოვნები.

“აღნიშნულ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში ბავშვებისთვის უზრუნველყოფილია ოჯახურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებული და მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე ორიენტირებული ზრუნვა და განვითარება. ბავშვების ნაწილი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მუდმივად აგრძელებენ მკურნალობას შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში“,-განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს შშმ პირთა დიდი ინსტიტუციების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესიც, რაც  გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დიდი ზომის დაწესებულებების დახურვას და მათ ჩანაცვლებას მცირე ზომის, ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული ალტერნატიული ზრუნვის მომსახურებებით.

ამჟამად, დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი მიმდინარებს დუშეთისა და მარტყოფის შშმ პირთა პანსიონატებში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics