|
2023-05-18 16:18:59, 638 ნახვა
საზოგადოება
აზარაშვილი - გადაცემული ბინების რაოდენობით, 2022 წელი არის რეკორდული წელი ბოლო 30 წლის განმავლობაში
გადაცემული ბინების რაოდენობით, 2022 წელი არის რეკორდული წელი ბოლო 30 წლის განმავლობაში,-აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. უწყების ხელმძღვანელმა დეპუტატებს დევნილთა და ეკომიგრანტთა განსახლების კუთხით არსებული მდგომარეობა დეტალურად გააცნო. „გასული წლის განმავლობაში 3 530-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცა საცხოვრებელი, საიდანაც 2 588 ოჯახი უზრუნველყოფილი იქნა ე.წ. სოფლად სახლის პროგრამის ფარგლებში, 500-ზე მეტ ოჯახს გადაეცა საცხოვრებელი ბინა, ხოლო 438 ოჯახს დაუკანონ რაც შეეხება 2023 წელს, მიმდინარე წლის განმავლობაში უკვე 900 დევნილი ოჯახს გადაეცა საცხოვრებელი ფართი და ეს ციფრი წლის ბოლომდე მნიშვნელოვნად გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად 105 მლნ ლარი დაიხარჯა, ხოლო 2023 წელს ამ მიმართულებით გამოყოფილი ასიგნებები 230 მლნ ლარს შეადგენს“,-განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. მისივე განმარტებით, განსახლების პარალელურად, სამინისტრო აქტიურად მუშაობს ახალი მშენებლობების დაწყების კუთხითაც. „დღეის მდგომარეობით დასრულებულია პროცედურები, გაფორმებულია ხელშეკრულებები ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებთან და დაწყებულია მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები ხუთ ქალაქში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში 6 000 ახალი ბინა, 400 000კვმ-მდე ფართი შენდება დევნილი მოსახლეობისათვის თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბორჯომში“,-განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. მოგახენებთ, რომ დევნილთა განსახლების მსგავსად, სამინისტრო აქტიურად მუშაობს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლების განსახლების საკითხებზეც. კერძოდ, 2022 წელს 271 ეკომიგრანტი ოჯახის განსახლდა უსაფრთხო გარემოში, ხოლო 2023 წელს დამატებით 300 ოჯახისათვის იგეგმება საცხოვრებელი სახლის შესყიდვა.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)