|
2023-05-17 13:07:18, 331 ნახვა
საზოგადოება
ილია ჭავჭავაძის მუზეუმის საერთაშორისო აღიარებაში შეტანილი წვლილისთვის თბილისის მუზეუმების გაერთიანებას კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა
ევროპის მუზეუმების ფორუმზე ილია ჭავჭავაძის თბილისის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის „სპეციალური აღნიშვნის პრიზით“ დაჯილდოებაში შეტანილი წვლილისთვის და მისთვის საერთაშორისო აღიარების მოპოვებისთვის თბილისის მუზეუმების გაერთიანების გუნდს კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა. აღიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, დედაქალაქის მერმა ასევე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა თბილისის განვითარების ფონს, რომელმაც მუზეუმის რეაბილიტაცია განახორციელა. „18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ თარიღს თბილისის მუზეუმების გაერთიანება მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება. სულ ახლახან, ბარსელონაში გამართულ ევროპის მუზეუმების ფორუმზე ილია ჭავჭავაძის თბილისის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმს „სპეციალური აღნიშვნის პრიზი“ გადაეცა. მიხარია, რომ დიდ ბრიტანეთთან, ნიდერლანდებთან, ავსტრიასთან, ბელგიასთან და შვეიცარიასთან ერთად, განსაკუთრებული აღიარება, თბილისში მდებარე მუზეუმმაც დაიმსახურა. მინდა, მადლობა გადავუხადო თბილისის განვითარების ფონდს გაწეული უდიდესი სამუშაოსთვის, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო აღნიშნული მუზეუმის რეაბილიტაციის სამუშაოებში. თქვენ იცით, რამდენად მძიმე მდგომარეობა იყო აღნიშნულ მუზეუმში. მთელი რიგი სამუშაოები ჩატარდა და ძალიან მიხარია, რომ ყველაფერი იქნა მოწესრიგებული. განსაკუთრებული მადლობა თბილისის მუზეუმების გაერთიანების მთელ გუნდს, რომელმაც საინტერესო ფორმით წარმოაჩინა ჩვენი ქვეყნის უდიდესი საზოგადო მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის ცხოვრება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)