10:40 - 19 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-05 17:58:50, 2085 ნახვა

სხვადასხვა
Z-კონცერტებზე გამოსული მომღერალი საქართველოში საავტორო ტურნეს აწყობს

მომღერალი და ბლოგერი იაკუტიიდან, ვარია მაქსიმა, გეგმავს „საავტორო ტურის“ ჩატარებას საქართველოში სახელწოდებით „გამარჯობა, საქართველო“.

ამის შესახებ „ეხო კავკაზას“ იაკუტიის ომის საწინააღმდეგო აქტივისტმა, რუსული არმიის „დისკრედიტაციის“ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულმა აიხალ ამოსოვმა განუცხადა. მისი თქმით, ვარია მაქსიმა ცნობილია რუსეთის რეჟიმის პოლიტიკის მხარდაჭერით და უკრაინის ომის მხარდამჭერ კონცერტებში მონაწილეობით. კონცერტები საქველმოქმედო იყო, მათგან შემოსული მთელი შემოსავალი რუსული არმიის დაფინანსებას მოხმარდა, თქვა ამოსოვმა.

ის ვარაუდობს, რომ ქართველი მესაზღვრეები უარს არ იტყვიან მის ქვეყანაში შესვლაზე, მაგრამ ამოსოვი იმედოვნებს, რომ ქართველი აქტივისტები მომღერალს ტურის გამართვას შეუშლიან.

”ის არის ერთ-ერთი პროპაგანდისტი, სახას რესპუბლიკაში (იაკუტია) ეწეოდა პროპაგანდას, ასრულებდა ამ “Z-კონცერტებს” და მოუწოდებდა იაკუტის კაცებს ომში წასულიყვნენ”, - თქვა აქტივისტმა.

მომღერლის ინსტაგრამის ექაუნთის მიხედვით, „საავტორო ტურის“ მონაწილეები 6-12 მაისს მოინახულებენ საქართველოს ხუთ „ფერად ქალაქს“, მთებს ყაზბეგში, კახეთსა და ბორჯომში, ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს, ციხესიმაგრეებსა და „ათეულ საუკეთესო ლოკაციას“ . მომღერალი, ტურის მონაწილეებთან ერთად, საქართველოში ჩამოსვლას ვლადიკავკაზიდან გეგმავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მილანში ახალგაზრდების პროტესტი არეულობაში, ძარცვასა და ცეცხლის წაკიდებაში გადაიზარდა
„No Kings“ შეერთებულ შტატებში ტრამპის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა.
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ტრამპმა უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესი გამოაცხადა და მკაცრად გააკრიტიკა ზელენსკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics