12:43 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-05 17:18:05, 1058 ნახვა

საზოგადოება
კორეის რესპუბლიკის ქალაქ ინჩეონში საქართველომ როგორც 2024 წლის ADB-ის ყოველწლიური 57-ე შეხვედრის მასპინძელმა ქვეყანამ სპეციალური საზეიმო ღონისძიება გამართა

საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ღონისძიება გაიმართა დღეს, კორეის რესპუბლიკის ქალაქ ინჩეონში, სადაც საქართველო ოფიციალურად წარდგა, როგორც 2024 წლის, აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური 57-ე შეხვედრის მასპინძელი ქვეყანა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, სპეციალურად ორგანიზებულ საზეიმო ღონისძიებაზე მისულ მაღალი რანგის 300-ზე მეტ სტუმარს სხვადასხვა ქვეყნიდან, სიტყვით მიმართეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, მასაცუგუ ასაკავამ.

როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, 2024 წელს თბილისში მსგავსი მასშტაბური ღონისძიების ჩატარება, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველომ პარტნიორებისა და ინვესტორებისათვის წარმოაჩინოს საკუთარი საინვესტიციო/ტურისტული შესაძლებლობები და განხორციელებული რეფორმები.  

„ღონისძიებაზე მოხდა საქართველოს შესახებ ვიდეორგოლის პრეზენტაცია.

საზეიმო კონცერტზე, რომელსაც უძღვებოდა დავით ალადაშვილი, მაყურებლის წინაშე წარდგნენ ქართული ეროვნული ბალეტი „სუხიშვილები" და ანსამბლი „ბასიანი",- აღნიშნულია ინფორმაციაში.კორეის რესპუბლიკის ქალაქ ინჩეონში საქართველომ როგორც 2024 წლის ADB-ის ყოველწლიური 57-ე შეხვედრის მასპინძელმა ქვეყანამ სპეციალური საზეიმო ღონისძიება გამართ





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
თურქეთმა რუსეთთან ვაჭრობის მკვეთრი შემცირების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics