12:42 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-05 14:56:29, 902 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ევროკავშირის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა 30 მილიონიანი დახმარების პაკეტი იყო, რომელიც ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (EPF) ფარგლებში დაამტკიცა. აღნიშნული დახმარების მიზანი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და იმ შესაძლებლობების განვითარებაა, რომლებიც ხელს შეუწყობს ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში ევროკავშირთან საქართველოს აქტიურ თანამშრომლობას.

„ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (EPF) ფარგლებში საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარება გამიზნულია სამხედრო-საინჟინრო, მობილობის, მართვა და კონტროლის, კიბერთავდაცვისა და სამხედრო-სამედიცინო შესაძლებლობების გასაძლიერებლად. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის დახმარება ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (EPF) ფარგლებში 2021-2023 წლებში 62,75 მილიონ ევროს შეადგენს და მომავალ წლებშიც გაგრძელდება.

შეხვედრაზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ ევროკავშირის ელჩს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, მორიგი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა დინამიურია და უსაფრთხოების განზომილება ორმხრივი დღის წესრიგის ერთ-ერთი კრიტიკული მიმართულებაა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროკავშირისთვის საქართველო რეგიონში უმნიშვნელოვანეს და სანდო პარტნიორს წარმოადგენს და რომ ორივე მხრიდან არსებობს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების ძლიერი ინტერესი, მათ შორის სხვადასხვა ჰიბრიდული საფრთხეებისადმი მედეგობის გაზრდის მიზნით. ევროკავშირი აგრძელებს აქტიურ ჩართულობას საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში, ქვეყნის სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერით. თავის მხრივ, საქართველო მზადაა გააგრძელოს აქტიური ჩართულობა გლობალური უსაფრთხოების ხელშეწყობის პროცესში წვლილის შეტანის გზით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
თურქეთმა რუსეთთან ვაჭრობის მკვეთრი შემცირების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics