|
2023-05-02 15:31:19, 711 ნახვა
საზოგადოება
იოსელიანი - ადამიანურად განვიცდი თუ რა პირობებში უწევთ დედებს ღამის თენება - საკითხი უნდა მოგვარდეს
ადამიანურად ძალიან განვიცდი და ყველა ჩვენთაგანი ვადევნებთ თვალ-ყურს რა პირობებში უწევთ დედებს ღამის თენება ქუჩაში, ეს საკითხი რაღაცნაირად უნდა მოგვარდეს,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებთან დაკავშირებით განაცხადა, რომლებიც ამ წუთებში ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრას მართავენ. ომბუდსმენი იმედს გამოთქვამს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო იმდაგვარ შეთავაზებას გაუკეთებს მშობლებს, რომელიც მათთვის იქნება მისაღები. "ჩვენი წარმომადგენელი დაესწრება ამ შეხვედრას და მე იმედი მაქვს, რომ დღეს ჯანდაცვის სამინისტრო გაუკეთებს იმდაგვარ შეთავაზებას მშობლებს, რომელიც მათთვის იქნება მისაღები და სულ მცირე, ის პროტესტის ფორმა, რომელიც მათ აქვთ არჩეული ამ ეტაპზე იქნება შეჩერებული იმიტომ, რომ ადამიანურად ძალიან განვიცდი და ყველა ჩვენთაგანი ვადევნებთ თვალ-ყურს რა პირობებში უწევთ დედებს ღამის თენება ქუჩაში. ეს საკითხი რაღაცნაირად უნდა მოგვარდეს. აქ პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტროს და ხელისუფლებას აქვს",- განაცხადა იოსელიანმა. შეგახსენებთ, აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები, დაახლოებით, ორი კვირაა, რაც მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციებს მართავენ და ქვეყანაში მედიკამენტ "ვოზორიტიდის" შემოტანას ითხოვენ. დედები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრასაც ცდილობდნენ, მაგრამ აუდიენცია არ შემდგარა. 24 აპრილს, ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე მშობლებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "როგორც კი რამდენიმე ქვეყანა დაიწყებს გაიდლაინით მკურნალობას", საქართველო პროგრამაში ჩაერთვება. მთავრობის მეთაურის თქმით, მედიკამენტის შემოტანაზე "ცოტა მოცდაა საჭირო". აღსანიშნავია, რომ დედებთან შეხვედრა გამართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. ზურაბიშვილი აღნიშნულის შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილსაც შეხვდა და აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობის საკითხზე სამინისტროს სამოქმედო გეგმების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. მშობლების აქციაზე რამდენჯერმე მივიდა სახალხო დამცველიც. ლევან იოსელიანმა თქვა, რომ ომბუდსმენის აპარატი, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, პროცესში აქტიურადაა ჩართული და აქციის მონიტორინგს ახორციელებს. უფრო ადრე, დედებთან შეხვედრა გამართა თვითონ ზურაბ აზარაშვილმა, რომელმაც თქვა, რომ "თუ ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყანა, აიღებს პასუხისმგებლობას და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსებს აქონდროპლაზიის ახლად შექმნილ სამკურნალო მედიკამენტს, საქართველო იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, რომელიც ამ პასუხისმგებლობას გაიზიარებს და წამლის შესყიდვისთვის საჭირო პროცედურებს განახორციელებს". ამასთან, გუშინ, 1-ელ მაისს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები სამუშაო მაგიდასთან შეთანხმებებისთვის, მოლაპარაკებებისთვის და საპროტესტი აქციების შეწყვეტისთვის მიიწვია.
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)