11:43 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-02 12:57:23, 817 ნახვა

საზოგადოება
გლდანის რაიონში ლიფტების რეაბილიტაცია ხორციელდება

გლდანის რაიონის გამგეობის ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების“ პროგრამის ფარგლებში, ამხანაგობის საკუთრებაში არსებული ლიფტების რეაბილიტაცია ხორციელდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გლდანის რაიონის გამგეობა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე სამუშაოები 9 მისამართზე დასრულდა, 8 მისამართზე კი მიმდინარეობს. მათ შორის, სამუშაოები დასრულებულია გლდანის მეორე მიკრორაიონის N26 კორპუსის VI სადარბაზოში და მუხიანის IV ა მიკრორაიონის N5 კორპუსის I სადარბაზოში. შეიცვალა როგორც ლიფტის კაბინა, ასევე, მართვის კოლოფი. ორივე ლიფტის სრული რეაბილიტაციისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 82 410 ლარი დაიხარჯა.

"ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში, გამგეობა სამუშაოებს 100 % -ით აფინანსებს. ამხანაგობა კი, თავის მხრივ ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების 5%-ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს.

რამდენიმე მისამართზე დასრულებულ სამუშაო პროცესს გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე გაეცნო“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საიას შეფასებით, პაატა მანჯგალაძის წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მისი ბრალეულობის დასადასტურებლად
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავა
თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე - ეფექტური 0%-ით
ტრამპმა პუტინს შესთავაზა, რომ რუსული გაზი ევროკავშირს ამერიკული „საფარის“ მეშვეობით მიყიდოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics