|
2023-04-26 10:24:52, 797 ნახვა
საზოგადოება
ქართველი ნოტარიუსები გერმანიის ნოტარიატის სამართლებრივ და პრაქტიკულ რეგულაციებს გაეცნენ
საერთაშორისო სამემკვიდრეო სამართალი, ფულის გათეთრების პრევენცია სანოტარო სფეროში, მომხმარებელთა დაცვის და ქონებრივი დეველოპერული კონტრაქტები - ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გერმანიის ნოტარიუსთა ფედერალური პალატის წარმომადგენლებმა ქართველ ნოტარიუსებთან გამართული სემინარის ფარგლებში იმსჯელეს. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცნობით, გერმანიის ნოტარიუსთა ფედერალური პალატის საერთაშორისო ურთიერთობათა მთავარმა წარმომადგენელმა, რიჰარდ ბოკმა ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ევროკავშირის დირექტივაზე, სამშენებლო ხელშეკრულების დადების ეკონომიკურ მნიშვნელობასა და უძრავი ქონების სამართალში მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე ისაუბრა. "გერმანიის ნოტარიატის ინსტიტუტის წარმომადგენელმა დოქტორმა, რემბერტ ზიუსმა კი ქართველ ნოტარიუსებს საერთაშორისო სამემკვიდრეო სამართალის რეგულაციები გააცნო. სემინარი საქართველოს და გერმანიის ნოტარიუსთა პალატებს შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა, რომელიც, სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებთან ერთად, ნოტარიუსთა პალატებს შორის სასწავლო ღონისძიებებისა და ტრენინგების გამართვასაც ითვალისწინებს. ქართულ-გერმანულ სემინარს ნოტარიუსები, იუსტიციის სამინისტროს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ", - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.
თიბისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენაზე 100%-მდე ქეშბექს სთავაზობს
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დასრულება 30 დღით გადავადდა
მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია - transparency international
გახარია - ოპოზიციური პარტიების აკრძალვა მოსკოვის სამოქმედო გეგმის იდენტურია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)