|
2023-04-14 13:14:21, 1289 ნახვა
საზოგადოება
ჩხაიძე სააკაშვილზე - გერმანიის ლაბორატორიიდან მივიღეთ პასუხი, რომ მეტალების შემცველობა სისხლში არის ნორმის ქვემოთ
გერმანიის ლაბორატორიიდან მივიღეთ პასუხი, რომ მეტალების შემცველობა სისხლში არის ნორმის ქვემოთ, - ამის შესახებ "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ჩხაიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. "პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური, განსაკუთრებული ცვლილება დინამიკაში, ამ ბოლო პერიოდში არ მომხდარა. პაციენტი იმყოფება ძირითადად მაინც სიმპტომურ მკურნალობაზე. ჩვენი შეთავაზებული მკურნალობა ნაკლებად სრულდება. დღის განმავლობაში, პერიოდულად აღენიშნება ტემპერატორული რეაქცია, მაგრამ მაინც უფრო რჩება ნორმის ფარგლებში. რაც შეეხება კვებას, გრძელდება 400-500 კალორიის ფარგლებში. წონის ყოველდღიური კონტროლი ჩვენი თვითმიზანი არ არის, რადგან პაციენტის რეაქციაც ამაზე არაერთგვაროვანია. ამიტომ, როდესაც თვითონ გადაწყვეტს, მაშინ მოხდება აწონვა. ჩვენ ყოველთვის, პაციენტის დაავადებების მიმდინარეობის დროს, ვაწარმოებთ კვლევის შედეგების მონიტორინგს, ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ყოველთვის ხდებოდა ლაბორატორიული მონაცემების გადამოწმება და ეს კეთდება პროტოკოლის შესაბამისად. ჩვენ გაკეთებული გვქონდა კვლევა მძიმე მეტალების შესახებ მაისის თვეში და მისი ძირითადი დაავადებიდან გამომდინარე, ეს შედიოდა კვლევის პაკეტში არა იმიტომ, რომ ეჭვი იყო მიტანილი ინტოქსიკაციაზე, შედიოდა კვლევის პაკეტში და ამიტომ, ეს კვლევა იყო შესრულებული. გარკვეული პერიოდის შემდეგ მოხდა ისევ გადამოწმება. გაიგზავნა გერმანიის ერთ-ერთ ლაბორატორიაში და მივიღეთ დასკვნა, რომ მეტალების შემცველობა სისხლში არის ნორმის ქვემოთ. აქ ინტოქსციკაციაზე არ ყოფილა საუბარი", - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
ადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში კვლავ შეიყვანა
ნანა სანდერს საპროცესო გაუფორმდა, ის ციხიდან 6 ნოემბერს გამოვა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)