|
2023-04-13 14:30:45, 1107 ნახვა
საზოგადოება
2022 წელს რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 6 000, ხოლო წელს 2 000 ბინა იყიდეს
2022 წლის განმავლობაში, საქართველოში რეალიზებული უძრავი ქონების თითქმის მეხუთედი უცხოეთის მოქალაქეებმა შეიძინეს. საუბარია 15 ათას ბინაზე, რომლებიც უცხოეთის 10.6 ათასმა მოქალაქემ იყიდა. აღნიშნულ მონაცემებს BM.GE აქვეყნებს და უთითებს, რომ იუსტიციის სამინისტროდან ინფორმაცია სადეპუტატო კითხვის სახით ხათუნა სამნიძემ გამოითხოვა. სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი, 6,062 ბინა რუსეთის მოქალაქეებმა შეიძინეს, თუმცა ინფორმაციაში არაა დაკონკრეტებული რამდენი მათგანი იყო ამავდროულად საქართველოს მოქალაქე. მეორე ადგილზე ისრაელის მოქალაქეები არიან, რომლებმაც გასულ წელს 1,892 ბინა შეიძინეს, მესამე ადგილზე უკრაინის მოქალაქეები არიან, რომლებმაც 1,321 ბინა იყიდეს. უცხოეთის მოქალაქეთა მიერ 2022 წლის განმავლობაში შესყიდული ბინების რაოდენობა ასე ნაწილდება: 1. რუსეთი - 6062 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 4520 ადამიანი; რაც შეეხება 2023 წლის შედეგებს, პირველი კვარტლის განმავლობაში უცხოეთის მოქალაქეებმა 5,159 ბინა შეიძინეს, აქედან რუსეთის მოქალაქეებმა 2,187 ბინა იყიდეს. უცხოეთის მოქალაქეთა მიერ 2023 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში შესყიდული ბინების რაოდენობა ასე ნაწილდება: 1. რუსეთი - 2187 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 1679 ადამიანი; იუსტიციის სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, რეალიზებული ბინების მყიდველებთან ფარდობა 1.35-ია. წარმოდგენილ სტატისტიკაში დაზუსტებული არაა ამ ქონებების რა ნაწილი მოდიოდა თბილისის; ბათუმის; ქუთაისის; გუდაურის და სხვა ქალაქების უძრავი ქონების ბაზრებზე.
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
ადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში კვლავ შეიყვანა
ნანა სანდერს საპროცესო გაუფორმდა, ის ციხიდან 6 ნოემბერს გამოვა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)