|
2023-04-13 11:42:00, 919 ნახვა
საზოგადოება
ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა
ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების მხარდაჭერას. ამჯერად, შეღავათიანი აგრო კრედიტის პროექტის ფარგლებში, ქობულეთის რაიონ სოფელ ცეცხლაურში, ჯამში 22 ჰა ფართობზე, ლურჯი მოცვისა და დაფნის ბაღის გასაშენებლად 1.2 მილიონი ლარის ფინანსური მხარდაჭერა განახორციელა. ბიზნესისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსი, 16 ჰა ფართობზე 40 000 ძირი ლურჯი მოცვისა და 6 ჰა-ზე 70 000 ძირი დაფნის სარგავი მასალის შეძენა/გაშენებას, ჭაბურღილის და სარწყავი სისტემებით მოწყობასა და მიწის დამუშავებას, ტორფის შეძენას, და ტერიტორიის შემოღობვას მოხმარდა. აჭარა აგროჯგუფი, მიმდინარე სეზონზე მოცვის 4 ტონამდე მოსავლის მიღებას გეგმავს, ხოლო მომდევნო წლებში წარმადობა ეტაპობრივად გაიზრდება. პირველ ეტაპზე, პროდუქციის რეალიზება სრულად ქართულ ბაზარზე მოხდება, ხოლო წარმადობის ზრდასთან ერთად, ასევე საზღვარგარეთის ბაზრებზე განხორციელდება. ბაღებში სრულად ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული. „ბაზისბანკთან პარტნიორობით, 22 ჰა ფართობზე, წარმატებით გავაშენეთ ლურჯი მოცვისა და დაფნის ბაღი. პროდუქციის მოსავალს შემდეგი წლიდან ველოდებით და დაგეგმილი გვაქვს ექსპორტზე გატანა. ბაზისბანკსა და ჩვენს შორის პარტნიორული თანამშრომლობა ამით არ დასრულდება და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობით, რეგიონში აგრო მიმართულების გასაძლიერებლად, კიდევ არაერთ სასარგებლო პროექტს განვახორციელებთ“, - აღნიშნა შპს აჭარა აგროჯგუფის დირექტორმა, ზურაბ დუმბაძემ. „კენკროვანი კულტურების, კერძოდ კი მოცვის გაშენება, საკმაოდ პოპულარული გახდა ბოლო პერიოდში, რაც შესაძლებლობას აძლევს ფერმერს აწარმოოს და სარეალიზაციოდ გაიტანოს მოცვი როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე ექსპორტზე. ჩვენი მხრივ კი მუდმივად ვზრუნავთ განვავითაროთ თანაშრომლობა სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულ კომპანიებთან, ხელი შევუწყოთ ფერმერული მეურნეობების განვითარებას და შევქმნათ ახალი შესაძლებლობები ბიზნესის წარმატებული საქმიანობისთვის. წარმატებებს ვუსურვებთ მეწარმეს და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი პარტნიორობა მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება“, - განაცხადა ბაზისბანკის კომერციულმა დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ.
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
ადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში კვლავ შეიყვანა
ნანა სანდერს საპროცესო გაუფორმდა, ის ციხიდან 6 ნოემბერს გამოვა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)