|
2023-04-12 14:39:04, 890 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონში ლიფტის რეაბილიტაცია 7 მისამართზე დასრულდა
გლდანის რაიონის გამგეობის ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების“ პროგრამის ფარგლებში, ამხანაგობის საკუთრებაში არსებული ლიფტების დაფინანსება ხორციელდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გლდანის რაიონის გამგეობა ავრცელებს. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე, სამუშაოები 7 მისამართზე დასრულდა, 5 მისამართზე კი მიმდინარეობს. მათ შორის, სამუშაოები გლდანის მეხუთე მიკრორაიონის N18 კორპუსის VIII სადარბაზოში და ამავე მიკრორაიონის N26 ა კორპუსის I სადარბაზოში დასრულდა. „ლიფტების რეაბილიტაცია ასევე, მუხიანის I მიკრორაიონის N16 კორპუსში და ილორის N22 კორპუსის II მეორე სადარბაზოშიც ჩატარდა. მოდერნიზაციის სამუშაოების შედეგად, ლიფტები სრულად რეაბილიტირდა. შეიცვალა როგორც ლიფტის კაბინა, ასევე, მართვის კოლოფი. ჯამში, შვიდი ლიფტის სრული რეაბილიტაციისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 314 150 ლარი დაიხარჯა. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, გამგეობა სამუშაოებს 100%-ით აფინანსებს. ამხანაგობა კი, თავის მხრივ ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების 5%-ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს. რამდენიმე მისამართზე დასრულებულ სამუშაო პროცესს გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი გაეცნო“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
ადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში კვლავ შეიყვანა
ნანა სანდერს საპროცესო გაუფორმდა, ის ციხიდან 6 ნოემბერს გამოვა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)