08:38 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-11 21:15:52, 1104 ნახვა

საზოგადოება
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ზაზა ავალიანმა თანამდებობა დატოვა

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ზაზა ავალიანმა თანამდებობა დატოვა და ტუბერკულიოზის და ფილტვის ცენტრში გააგრძელებს მუშაობას. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ილია ღუდუშაურმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

როგორც ილია ღუდუშაური აღნიშნავს, გენერალური დირექტორის მოვალეობას თეა თავართქილაძე შეასრულებს, რომელსაც ამ დრომდე კლინიკური მენეჯერის პოზიცია ეკავა.

„შეხვედრა გაიმართა რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმართულებების ყველა ხელმძღვანელთან, ასევე მენეჯმენტთან. საუბრის ძირითადი თემა იყო კლინიკის ახალი გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის წარდგენა, რომელიც წლებია, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობს და ამ ეტაპზე ასრულებდა კლინიკური მენეჯერის მოვალეობას. თქვენ იცით, რომ მიღებულია გადაწყვეტილება, ბატონი ზაზა ავალიანი გააგრძელებს მუშაობას ტუბერკულიოზის და ფილტვის ცენტრში, სადაც იგი წლებია, მუშაობს და დროებით იყო მივლინებული რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ის დაუბრუნდება ტუბერკულიოზის ცენტრს, ხოლო კლინიკური მენეჯერი, რომელიც ამ ეტაპზე რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობს, შეასრულებს გენერალური დირექტორის მოვალეობას.

გარდა ამისა, სამინისტრომ შექმნა სამინისტროს თანამშრომლების სპეციალური ჯგუფი, რომლებიც შემდეგი რამდენიმე დღის და კვირის განმავლობაში უშუალოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოში იქნებიან. იმ ინიციატივას და კონცეფციას, რომელიც გუშინ მინისტრმა წარუდგინა რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს, ხელმძღვანელ პირებს, ყველა დაინტერესებულ მხარეს, ბოლომდე ჩაშლის რესპუბლიკური საავადმყოფოს ყველა თანამშრომლისთვის, რათა ის ინიციატივა, რაც სამინისტროს მხრიდან წამოვიდა რესპუბლიკური საავადმყოფოს განახლებასთან დაკავშირებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ყველა თანამშრომლისთვის იყოს გასაგები და ბოლომდე მივიტანოთ ინფორმაცია“, - განაცხადა ილია ღუდუშაურმა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics