|
2023-04-11 21:06:47, 1288 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი - მივიღეთ გადაწყვეტილება, დავაწესოთ, საყოველთაო პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარების თანაგადახდის წილის ზედა ზღვარი
„სამედიცინო დაწესებულებებისთვის ანაზღაურების DRG მეთოდის დანერგვამ 2 მნიშვნელოვანი შედეგი მოიტანა. პირველი - პაციენტებს აღარ უწევთ, ხელოვნურად გაზრდილი ე.წ. VIP სერვისის, თუ ექიმების მომსახურების თანხის ჯიბიდან გადახდა. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი - კლინიკებს შორის, ტარიფებში სხვაობა არ არის - ყველა სამედიცინო დაწესებულება ერთსა და იმავე სერვისში, ანაზღაურებას ერთი და იგივე ტარიფით იღებს. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ჯგუფისთვის, საყოველთაო პროგრამით სარგებლობა, 10%, 20% და 30%-იან თანაგადახდას ითვალისწინებს. თუმცა, ძვირადღირებული ოპერაციების შემთხვევაში, პაციენტის მხრიდან დასაფარი თანხა, მაინც მაღალია. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, დავაწესოთ თანაგადახდის წილის ზედა ზღვარი“, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა. ცვლილების მიხედვით, საპენსიო ასაკის პირებისთვის თანაგადახდის წილი არის 10%, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა; 0-5 წლის ბავშვების, შშმ ბავშვების, მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისა და სტუდენტებისთვის - 20%, არაუმეტეს 1000 ლარისა; საბაზისო პაკეტის მოსარგებლეებისთვის კი 30%, არაუმეტეს 1500 ლარისა. აღსანიშნავია, რომ ამ სამედიცინო მომსახურების ღირებულებასა და თანაგადახდის წილის ზედა ზღვარს შორის სხვაობასაც სახელმწიფო დაფარავს. რაც შეეხება სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, თანაგადახდის წილი, ამ შემთხვევაშიც, რჩება ისევ 0% და მომსახურებას, კვლავინდებურად, სრულად სახელმწიფო დაფარავს. „ვფიქრობთ, თანაგადახდის წილის ზედა ზღვრის დაწესება ერთ-ერთი ბოლო ეტაპია, DRG სისტემაში, ჯერ კიდევ არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად. ვთვლით, რომ ამ ცვლილებით, სამედიცინო დაწესებულებებისთვის ანაზღაურების მეთოდი, კიდევ უფრო სწორი და სამართლიანი გახდება, ეს კი ჩვენი მოქალაქეების მაქსიმალურ კმაყოფილებას გამოიწვევს“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
ადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში კვლავ შეიყვანა
ნანა სანდერს საპროცესო გაუფორმდა, ის ციხიდან 6 ნოემბერს გამოვა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)