|
2023-04-11 11:20:10, 1136 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ფოსტასა“ და სომხეთის ფოსტას “HayPost CJSC”- ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
მიმდინარე წლის აპრილის თვეში „საქართველოს ფოსტას“, სომხეთიდან, ფოსტის დელეგაცია ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, „საქართველოს ფოსტასა“ და სომხეთის ეროვნულ ოპერატორს “HayPost CJSC”- ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ფოსტა“ ავრცელებს. მათი ცნობით, მემორანდუმი მიზნად ისახავს, საფოსტო მომსახურების სფეროში ურთიერთთანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებას, საუკეთესო პრაქტიკისა და შესაბამისი ტექნიკური და მეცნიერული ინფორმაციის გაცვლას. ასევე, საფოსტო ქსელისა და ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის გამოყენებით საფოსტო გზავნილების იმპორტისა და ექსპორტის გაზრდის ხელშეწყობა ქვეყნებს შორის. მემორანდუმს ხელი მოაწერეს „საქართველოს ფოსტის“ ფინანსურმა დირექტორმა ლაშა ჯაფარიძემ და “HayPost CJSC”- ს ხელმძღვანელის მოადგილემ არტაკ გულიანმა.
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
ადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში კვლავ შეიყვანა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)