10:10 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-10 14:08:29, 629 ნახვა

საზოგადოება
ზოიძე რესპუბლიკურზე - ჩანაფიქრი სწორია იმისთვის, რომ ამ დიდი ტრადიციების მქონე დაწესებულების მომავალი განვითარება მივიღოთ

"ჩანაფიქრი აბსოლუტურად სწორია იმისთვის, რომ ამ ძალიან დიდი ტრადიციების მქონე დაწესებულების მომავალი განვითარება მივიღოთ",- აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა, აკაკი ზოიძემ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს კონცეფციის პრეზენტაციის შემდგომ განაცხადა. 

ჯანდაცვის ექსპერტმა სამედიცინო პერსონალთან თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეთანხმება რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მოხდეს.

„პირველ რიგში კოლექტივის ინტერესებია ძალიან მნიშვნელოვანი. შეთანხმება უნდა მოხდეს სწორედ იმ გუნდთან, რომელიც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა. მათ უნდა მიეცეთ ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რომ ვისაც უნდა გადამზადდეს და დასაქმდეს და ჰქონდეს მყარი გარანტიები და მეორე, ვისაც ასაკის გამო არ შეეძლება, უფრო სხვა ტიპის კომპენსაცია უნდა იყოს შეთავაზებული.
ვფიქრობ,ჩანაფიქრი აბსოლუტურად სწორია იმისათვის, რომ ამ ძალიან დიდი ტრადიციების მქონე დაწესებულების მომავალი განვითარება მივიღოთ, ვინაიდან არსებული შენობის გადაიარაღება ნაკლებ სავარაუდოა რომ შესაძლებელი იყოს.

ბევრი გეგმა იყო ამ დაწესებულების განახლებასთან დაკავშირებით და მთავარი მომენტი, რაც ჩემი აზრით აქ არის, ეს არის ნდობა

თუ მყარი გარანტიები იქნება მიცემული, რომ რეალურად ეს პროექტი, როგორც წარმოდგენილი იქნა ისე განხორციელდება, მაშინ ალბათ ეს არის ძალიან მისასალმებელი და სასიკეთო საქმე",- განაცხადა აკაკი ზოიძემ.

შეგახსენებთ, რომ პრეზენტაციაზე, სამედიცინო პერსონალთან თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს, აღინიშნა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები, სხვა სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმდებიან ან მშენებლობის განმავლობაში, სახელფასო ანაზღაურებას მიიღებენ. 

ახალი, მულტიფუნქციური საავადმყოფოს მშენებლობის დასრულებამდე კი ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს შესაბამისი კვალიფიციური კადრების მომზადება-გადამზადებას სპეციალური პროგრამით, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მის ფარგლებს გარეთ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა
საკრუიზო გემზე MV Hondius ჰანტავირუსის აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების და ტანკერების გათავისუფლების ოპერაციას იწყებს
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics