10:11 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-10 12:40:10, 703 ნახვა

საზოგადოება
ზაზა ლომინაძე - კონცეფცია ახალ რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით ადეკვატური, სწორი და მართებულია

„კონცეფცია ახალ რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით არის ადეკვატური, სწორი და მართებული",- აღნიშნულის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა ლომინაძემ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს კონცეფციის პრეზენტაციაზე განაცხადა.

ზაზა ლომინაძეს განმარტებით, ჯანდაცვის კომიტეტი აღნიშნულ პროცესში აქტიურადაა ჩართული.

„დღევანდელი შეხვედრა სამედიცინო საზოგადოებასთან ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ის გარანტიები რაც პრემიერ- მინისტრმა და მინისტრმა ბრძანა, ეს გარანტიები არის და იქნება შესრულებული. ყველაფერი მკაცრი კონტროლის ქვეშ გვეყოლება . ჩვენი კომიტეტი ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად აქტიურად ვართ ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში.კონცეფცია იყო სწორი და ადეკვატური",-განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკასთან დაკავშირებით, სამომავლო გეგმებისა და კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა.

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებსა და მოწვეულ სტუმრებს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მიმართა და მაღალტექნოლოგიური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სახელმწიფო კლინიკის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

ღონისძიებაზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს, შესაძლებლობა ჰქონდათ, კლინიკასთან დაკავშირებით, არსებულ გეგმებზე ინფორმაცია მიეღოთ.

განიხილეს კლინიკაში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. იმსჯელეს, ამ კუთხით არსებულ საერთაშორისო გამოცდილებასა და საუკეთესო პრაქტიკაზე. აღინიშნა, რომ მრავალი, ევროპული ქვეყნის პრაქტიკის შესაბამისად, აუცილებელია სახელმწიფო, ცენტრალური, მულტიფუნქციური კლინიკის არსებობა ქალაქის ცენტრში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა
საკრუიზო გემზე MV Hondius ჰანტავირუსის აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების და ტანკერების გათავისუფლების ოპერაციას იწყებს
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics