|
2023-03-21 17:16:44, 869 ნახვა
საზოგადოება
POSTV - „ფეიკების“ მამხილებელ ტელევიზიას „ფეიკებით“ ვერ შეაშინებენ
გახშირდა პერსონალური თავდასხმები არხის მენეჯმენტზე და სახეებზე. ავრცელებენ ბინძურ ჭორებს, პრინციპით - „მე დაგაბრალებ და შენ თავი იმართლე“, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ტელეკომპანია POSTV-ი ავრცელებს. როგორც ტელეკომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, ლიბერალი ფაშისტების მიზანია, დააბულინგონ და შეაშინონ POSTV-ის გუნდის წევრები, "ხელი ააღებინონ იმ ბრძოლაზე, რომელსაც არხი ბოლო წლებია წარმატებით ეწევა". "ბოლო დროს განსაკუთრებით გამძაფრდა თავდასხმა ტელეკომპანია POSTV-ზე. ამ კამპანიაში აქტიურად არიან ჩართულნი ის ე.წ. ლიბერალური ჯგუფები, რომლებსაც ტელეკომპანია POSTV-ის არსებობა მოსვენებას არ აძლევს. ჩვენი ტელევიზია უკვე წლებია ებრძვის საქართველოში დამკვიდრებულ ნეოლიბერალიზმს, რომელმაც ბოლო დროს ლიბერალური ფაშიზმის სახე მიიღო. POSTV-ი მისი შექმნის დღიდან დგას ისეთი კონსერვატიული ღირებულებების სადარაჯოზე, როგორიცაა სამშობლო, ეკლესია, ოჯახი და ღირსება. სწორედ ეს ღირებულებებია ქართველი ლიბერალ-ფაშისტების სამიზნე. მათი იარაღი კი სიცრუე, მანიპულაცია და აგრესიული ბულინგია. სწორედ ზემოაღნიშნულის გამოვლინებაა POSTV-ის წინააღმდეგ მიმართული ცილისმწამებლური და მადისკრედიტირებელი კამპანია. როგორც მოგეხსენებათ, უკვე პოლიტიკაში გადაბარგებულმა ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ჩვენი ტელეკომპანია რუსულ პროპანაგდისტულ საშუალებად გამოაცხადა და არსებობა აუკრძალა. ნინო ლომჯარიას ამ განცხადებას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სრულიად გაუგონარი განცხადება მოჰყვა, სადაც POSTV-ი რუსული მიზნების მთავარ განმახორციელებელ მედიასაშუალებად მოიხსენიეს და სიძულვილის გაღვივებასა და საზოგადოების პოლარიზებაში დაადანაშაულეს. პარალელურად, გახშირდა პერსონალური თავდასხმები არხის მენეჯმენტზე და სახეებზე. ავრცელებენ ბინძურ ჭორებს, პრინციპით - „მე დაგაბრალებ და შენ თავი იმართლე“. ამ კამპანიას აქვს ერთადერთი მიზანი, როგორმე ხელი შეუშალონ განვითარებაში POSTV-ის, რომლის რეიტინგიც სწრაფი ტემპით იზრდება და შესაბამისად, იზრდება ტელეკომპანიის გავლენა სატელევიზიო ბაზარზეც. ლიბერალი ფაშისტების კიდევ ერთი მიზანია, დააბულინგონ და შეაშინონ ჩვენი გუნდის წევრები, ხელი ააღებინონ იმ ბრძოლაზე, რომელსაც ეს არხი ბოლო წლებია წარმატებით ეწევა. ტელეკომპანია POSTV-ის დიდი გუნდის სახელით, ღიად ვაცხადებთ, რომ ლიბერალ-ფაშისტების ამ ამოცანას შესრულება არ უწერია და "ფეიკების" მამხილებელ ტელევიზიას "ფეიკებით" ვერ შეაშინებენ. ჩვენი ბრძოლა გრძელდება და ბინძური კამპანია ამ ბრძოლას ვერ გააჩერებს", - ნათქვამია ტელეკომპანიის განცხადებაში.
უკრაინამ იაროსლავში რუსეთის ყველაზე დიდ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეორეჯერ დაარტყა
ტრამპი: აშშ-მ შესაძლოა ირანში პიკაქსის მთას დაარტყას
ვიტკოფი და კუშნერი აშშ-ის დელეგაციას რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარაკებებში უხელმძღვანელებენ
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)