04:30 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-20 22:39:03, 701 ნახვა

საზოგადოება
აზარაშვილი - ბიზნესს, მოგების მაქსიმიზაციის გარდა, უნდა ჰქონდეს მნიშვნელოვანი პოზიცია, რომელიც სოციალურ პასუხისმგებლობას გულისხმობს

„ბიზნესს, მოგების მაქსიმიზაციის გარდა, უნდა ჰქონდეს ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია, რომელიც ეხება სოციალურ პასუხისმგებლობას. ის, რომ რამდენიმე ჰოლდინგური კომპანია დომინანტია, არ შეიძლება, მათი შეთანხმებით, ბაზარს და ჩვენს მოქალაქეებს ზიანი მიადგეთ“, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრმა, ხაზი გაუსვა, რომ მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა სახელმწიფოს გაცხადებული პრიორიტეტია და სახელმწიფო წამლის ფასის ხელოვნური გაძვირებას არ დაუშვებს.

„მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების განსაზღვრის პირველსავე კვირაში, 15 თებერვლიდან, ზოგიერთმა კომპანიამ ჩათვალა, რომ შეეძლოთ იმ მედიკამენტებზე ფასების გაზრდა, რომლებზეც ზედა ზღვარი არ დაწესდა, ან მის დაწესებამდე,  უფრო დაბალ ფასად იყიდებოდა. ეს დაუშვებელი და მიუღებელია ჩვენთვის. სწორედ ამიტომ,  მოვახდინეთ მყისიერი რეაგირება და ძალიან ოპერატიულად, ფასების ძველ ნიშნულზე დაბრუნება მოხდა“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მინისტრის თქმით, ფაქტზე შესაბამისი რეაგირება ქონდა კონკურენციის სააგენტოსაც, რომელსაც რამდენიმე კვირაში, პირველი მონახაზი ექნება იმის შესახებ თუ რა მოხდა რეალურად.

„კომპანიებს, ფასების მატებაზე, სხვადასხვაგვარი ახსნა აქვთ - ზოგიერთი ამბობს, რომ შემთხვევით მოხდა, ზოგიერთის თქმით, ტექნიკურად სისტემამ თვითონ გააძვირა მედიკამენტები და როგორც კი აღმოაჩინეს, მაშინვე დაწიეს ფასები. სამწუხაროდ, ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია, რა პასუხისმგებლობაც გვაქვს ჩვენი მოქალაქეების მიმართ, მინდა იგივე გაიზიარონ კომპანიებმაც და უფრო მეტი სოციალური პასუხისმგებლობით მიუდგნენ ამ საკითხს“, - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.

ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ფარმაცევტული სექტორის, ხარისხისა და საბიუჯეტო ხარჯების კუთხით, უკეთ რეგულაციისთვის აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, უწყებას, უკვე მზად აქვს და დოკუმენტს, საქართველოს პარლამენტი, უახლოეს მომავალში წარუდგენს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics