|
2023-03-20 17:03:27, 698 ნახვა
საზოგადოება
რატი ბრეგაძე - მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის, არც ერთი უფლება არ ყოფილა დარღვეული
„მათ აქვთ უფლება, მიმართონ როგორც ეროვნულ სასამართლოს, ისე სტრასბურგის სასამართლოს, და სიმართლე გითხრათ, საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი გავიდა მას შემდეგ და რატომ არ მიმართავენ სტრასბურგის სასამართლოს, ამაზე პასუხს, ალბათ, ისინი თავად უკეთ გაგცემენ. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას, კერძოდ, როგორც მსჯავრდებულ სააკაშვილის, ისე ნებისმიერი სხვა პატიმრის უფლებების დაცვისთვის", – ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. იუსტიციის მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღემდე მსჯავრდებულ სააკაშვილის არცერთი უფლება არ დარღვეულა. „მე მრავალგზის მითქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის, არცერთი უფლება არ ყოფილა დარღვეული. ჩვენ ერთხელ ვიხილეთ უკვე, როდესაც მისმა უფლებადამცველებმა მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს, და მაშინ ვნახეთ, საბოლოო ჯამში, რა შედეგიც დადგა. მათ, ასევე, ძირითადი სარჩელიც კი გამოითხოვეს სტრასბურგის სასამართლოდან – ეს იყო გასულ წელს, და წელს მიმართავენ თუ არა, ეს, რა თქმა უნდა, არის მათი გადასაწყვეტი. თუმცა, აქვე ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ ყველა უფლება, რაც კი აქვს მიხეილ სააკაშვილს, როგორც პატიმარს, არის მკაფიოდ დაცული. მას უკვე, დაახლოებით, 2000 ვიზიტორი ჰყავდა; მას თუ სჭირდება მკურნალობა, ის მკურნალობს შესაბამის კლინიკაში და, უბრალოდ, ფიზიკურად რთულია, წარმოვიდგინოთ, მისი რომელი უფლების დარღვევაზე შეიძლება ჰქონდეს საუბარი დაინტერესებულ მხარეს", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
უკრაინამ იაროსლავში რუსეთის ყველაზე დიდ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეორეჯერ დაარტყა
ტრამპი: აშშ-მ შესაძლოა ირანში პიკაქსის მთას დაარტყას
ვიტკოფი და კუშნერი აშშ-ის დელეგაციას რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარაკებებში უხელმძღვანელებენ
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)