|
2023-03-20 15:49:08, 785 ნახვა
საზოგადოება
ბრეგაძე - არ შემოსულა არც სააკაშვილის, არც ოჯახის მხრიდან განცხადება, რომ მკურნალობაში უცხოელი ექიმები ჩართულიყვნენ
ამ დროისთვის, არ ყოფილა შემოსული არც მიხეილ სააკაშვილის, არც მისი ოჯახის მხრიდან რამე განცხადება, რომლის მიხედვითაც გვთხოვდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართულიყვნენ უცხოელი ექიმები,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა. როგორც ბრეგაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თუკი, ექსპრეზიდენტის მკურნალობის პროცესში ჩართვის მიზნით, სასურველ უცხოელ ექიმთა სიას წარადგენენ, იუსტიციის სამინისტრო იშუამდგომლებს ჯანდაცვის სამინისტროსთან, რათა აღნიშნულმა ექიმებმა საექიმო საქმიანობის ნებართვა მიიღონ. "სამი დღის წინ, კიდევ დამატებით განვმარტეთ, რომ ჩვენი შეთავაზება ძალაშია და სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩაერთოს ნებისმიერი უცხოელი ექიმი ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან. დღეს მთავრობის სხდომაზე წამოსვლამდე 13:00 საათის მდგომარეობით, კიდევ ერთხელ გადავამოწმე, ამ დროისთვის, ვგულისხმობ პირველ საათს, არ ყოფილა შემოსული არც მიხეილ სააკაშვილის, არც მისი ოჯახის მხრიდან რამე განცხადება, რომლის მიხედვითაც გვთხოვდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართულიყვნენ უცხოელი ექიმები. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო როგორც უშუალოდ მსჯავრდებულ სააკაშვილს, ასევე მისი ოჯახის წევრებს და საზოგადოების სწორი ინფორმირების მიზნით განვმარტო, რომ სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი, თუ უშუალოდ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს ადგილზე, კლინიკა "ვივამედში", მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელი ექიმთა სიას და ამ შემთხვევაში, ჩვენ ვუშუამდგომლებთ მათ ჯანდაცვის სამინისტროსთან, რათა ამ ექიმებმა გაიარონ შესაბამისი პროცედურები, რათა მიიღონ საექიმო საქმიანობის ნებართვა და შეძლონ შემდგომში მსჯავრდებული სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვა", - განაცხადა ბრეგაძემ. ცნობისთვის, 19 მარტს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, რომ პოლონელი ექიმების საქართველოში ჩამოსასვლელად თანხმობა გასცეს.
უკრაინამ იაროსლავში რუსეთის ყველაზე დიდ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეორეჯერ დაარტყა
ტრამპი: აშშ-მ შესაძლოა ირანში პიკაქსის მთას დაარტყას
ვიტკოფი და კუშნერი აშშ-ის დელეგაციას რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარაკებებში უხელმძღვანელებენ
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)