|
2023-03-17 15:16:45, 1213 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია დოჰაში „ვიდამფუდი” აღმასრულებელ პრეზიდენტს, ალნოუბეი სალიმ ალ მარრის შეხვდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგიამ, კატარის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ხორცის მწარმოებელი და იმპორტიორი სახელმწიფო კომპანიის „ვიდამფუდი” აღმასრულებელ პრეზიდენტთან შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობის პოტენციალის შესაძლებლობები განიხილა. როგორც ოთარ შამუგიამ აღნიშნა, კატარი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია და ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას დიდი პოტენციალი აქვს. „საქართველოს მთავრობა ახორციელებს მნიშვნელოვან სახელმწიფო პროგრამებს აგრარული მიმართულებით, რომელებიც ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და რომლის მიზანიცაა უზრუნველყოს ფერმერთათვის შეღავათიან ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა, სხვადასხვა საერთაშორისო სტანდარტის დანერგვა და კონკურენტუნარიანობის ამაღლება, მათ შორის, აღსანიშნავია მესაქონლეობის დარგის განვითარება და საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრება. მისასალმებელია, რომ, ბოლო პერიოდში, კატართან გააქტიურებულია სავაჭრო ურთიერთობები, ხორციელდება ქართული ხარისხიანი პროდუქტის ექსპორტი, მათ შორისაა ცხვრის შეციებული ხორცი, რომლის მიმართ ინტერესი და პოტენციალი მზარდია“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ. „ვიდამფუდის” აღმასრულებელი პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია, უახლოეს პერიოდში დაიწყოს სამუშაო შეხვედრები და ოპერატიულად გადაწყდეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. გამართულ შეხვედრას, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიკოლოზ რევაზიშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი დავით წითლიძე და საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე ბექა გონაშვილი ესწრებოდნენ.
ჰუმანიტარული დახმარების განაწილების დროს რუსებმა ზაპოროჟია დაბომბეს 29 დაიღუპა 48 ადამიანი დაკარგულად ითვლება
არასრულწლოვანს ფიზიკური ძალადობით, მოწყალების თხოვნასა და დღიურად 100 ლარის შეგროვებას აიძულებდნენ -დაკავებულია ორი პირი - ვიდეო
აშშ-ში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის ბედსაც გადაწყვეტს
კობახიძე ბრიუსელში „ევრონიუსის" ორგანიზებით დაგეგმილ სამიტზე მიდის
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
ჰუმანიტარული დახმარების განაწილების დროს რუსებმა ზაპოროჟია დაბომბეს 29 დაიღუპა 48 ადამიანი დაკარგულად ითვლება
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)